სხვა ჩინეთში 20 წელია მამაკაცი გარდაცვლილ დად ასაღებს თავს ავადმყოფი დედის გამო(ვიდეო) 2017, 18 ივლისი, 19:43 ჩინეთში აქტიურად განიხილება ვიდეორგოლი, სადაც მოთხრობილია ამბავი თუ ქალად გადაცმული მამაკაცი როგორ ატყუებს საკუთარ ავადმყოფ დედას და გარდაცვლილ დად ასაღებს თავს.
ვიდეოარხმა Pear Video-მ პორტალ Weibo-ზე გამოაქვეყნა წუთნახევარი ვიდეო, რომელმაც მოკლე დროში 4, 2 მილიონი ნახვა დააგროვა. ვიდეოსიუჟეტში მოთხრობილია გუილინის ოლქში მაცხოვრებელ მამაკაცზე, რომელიც თავის მოხუც ავადმყოფ დედას უვლის და თან გადაცმულია ტრადიციულ ჩინურ კაბა ციპაოში. მამაკაცმა მას შემდეგ გადაწყვიტა გარდაცვლილ დად გაესაღებინა თავი, როდესაც დედამისს შეატყო, რომ ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, ახლა დედას სჯერა, რომ გარდაცვლილი ქალიშვილი "დაუბრუნდა". "დედა ისე ბედნიერი იყო, რომ გადავწყვიტე დის როლის თამაში გამეგრძელებინა, "-აცხადებს 50 წლის მამაკაცი.....ეს "თამაში" კი უკვე 20 წელიწადია გრძელდება. მისივე განაცხადებით არ აინტერესებს რას ფიქრობენ გარშემომყოფნი, მთავარია ის, რომ დედამისი ბედნიერად გრძნობს თავს. 257 8-ს მოსწონს 1-ს არა
|