x
image
K.P.
"ვაი თქვენს კაცობას"-თათია დოლიძის საგანგებო მიმართვა. მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
image

სამიდე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე საპროტესტო აქცია ქართველთა მარში გაიმართა. აქციის ლიდერებმა მოთხოვნები პეტიციაში ჩამოაყალიბეს და აქიაზე წაიკითხეს. აქციის მონაწილეები უცხოელების მერ განხორციელებულ ქართველებსა და ქართულ ფასეულობებზე ძალადობას აპროტესტებდნენ. მათ მოთხოვნებს ბევრი მოქალაქე არ დაეთანხმა, მათ შორის იყო 25 წლის თათია დოლიძე. ქართული მარშის წევრებმა თათიას მიმართ ლანძღვა-გინება არ დაიშურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ადასტურებენ, რომ მუქარის ფაქტზე გამოძება მიმდინარეობს. ქართველთა მარშის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუქარა სოციალურ ქსელში არსებული ყალბი მომხმარებლების მიერაა განხორიელებული და რამდენიმე მათგანი უკვე დაბლოკეს. ამ ფაქტს თათია ეხმაურება: "როგორც კი ვნახე, რომ პოსტი წაშლილი იყო თავისივე კომენტარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ამის თქმას აპირებდნენ.

ყალბიაო! ათასობით ადამიანს მაინც არ ენახა.

ვაი თქვენს კაცობას!

არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ მოგიწოდოთ ყველას, რომ აქ კომენტარებში დადოთ ყველა სქრინი, რაც დაგიგროვდათ.


სირცხვილი თქვენ!"

თათია სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს რომ ეს ფაქტი სათავისოდ არ გამოიყენონ. "მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ,

რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის."

imageimage

1
265
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
265
  
2017, 21 ივლისი, 19:13
სირცხვილი მათ ვინც ამ გოგოს ჯგუფურად გაუპატიურებით ემუქრებოდა და ათგზის სირცხვილი თქვენ თათია, ართველების სისხლში ყელამდე გასვრილ ოს, სეპარატისტ საველე მეთაურთან სურათები რა ნამუსით გადაიღე თან ასე მამაშვილური რაკურსით!?
შევარცხვინე შენი ქართველობა, რუსეთის ფსბ–ს ოფიცერთან სურათის გადაღების გამო!!!
0 1 1