x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ლამაზი მუსიკა მსოფლიოში
image

image

ენიო მორიკონე (იტ. Ennio Morricone) — იტალიელი კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი და დირიჟორი მუსიკას, ძირითადად, კინოფილმებისთვის და ტელევიზიისთვის წერს. არის დიდი ოფიცრის ორდენის (სახელმწიფო ჯილდო იტალიაში) და 2 «ოსკარის» პრემიის მფლობელი: კინომატოგრაფიის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის (2007) და საუკეთესო მუსიკისთვის — ფილმისთვის «საძულველი რვა» (2016). ასევე, არის იტალიური ნაციონალური კინოპრემიის «David di Donatello»-ს (დავიდ დი დონატელო) 9-გზის ლაურიატი და ბევრი სხვა ჯილდოს მფლობელი.

image

image

image

დაიბადა 1928 წ. 10 ნოემბერს რომში, ჯაზის პროფესიონალი მესაყვირის, მარიო მორიკონეს ოჯახში. ენიო, 5 ბავშვიდან, ყველაზე უფროსი იყო. როდესაც 12 წლის გახდა, მან რომის წმ. ჩეჩილის (Conservatorio Santa Cecilia) კონსერვატორიაში ჩააბარა. იქ სწავლის პერიოდში, მან 3 დიპლომი აიღო — საყვირის კლასით (1946), ორკესტრის დირიჟორის (1952) და კომპოზიტორობის (1954).
როდესაც მორიკონე 16 წლის გახდა, მან იმ ორკესტრში დაიწყო საყვირზე დაკვრა, რომელშიც ადრე მამამისი უკრავდა.

ფილმებისთვის მუსიკის წერა 1961 წელს, 33 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე არანჟირებას უკეთებდა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკას რადიოსთვის და ტელევიზიისთვის. კარიერის დასაწყისში, ის მუსიკას იტალო-ვესტერნის (ვესტერნის ჟანრის ფილმების ერთ-ერთი ქვემიმდინარეობა) ფილმებისთვის წერდა. დიდი წარმატება და საყოველთაო აღიარება მას სერჯო ლეონეს ფილმმა – «ერთი მუჭა დოლარისთვის» (1964) მოუტანა.

მუსიკალური კომპოზიცია «Le Vent, Le Cri» (ქარის ტირილი), 1981 წელს დაიწერა, ფილმისთვის «პროფესიონალი». ენიო მორიკონემ ნამდვილი შედევრი შექმნა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის გულისკენ შეუძლია გზა გაიკვალოს და სული აუფორიაქოს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ფილმმა, მსოფლიო აღიარება, ნაწილობრივ, გულისამაჩუყებელი მელოდიის წყალობით მოიპოვა. 1982 წელს «პროფესიონალმა» «სეზარი» (ფრანგული კინოპრემია) მიიღო, ფილმში შესრულებული მუსიკის კატეგორიაში.

და უნდა აღუინიშნოს, რომ უნიჭიერესი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, სამუდამოდ დაუკავშირდა ამ მელოდიას და ვინც მსახიობს ხედავს, ყოველთვის «Le Vent, Le Cri» ახსენდება, ხოლო კომპოზიციის მოსმენისას – მსახიობის მიერ, უნაკლოდ შესრულებული როლი.


image

image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageსულის მელოდია! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!

საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში

«მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია

«ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან!

4
641
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
641
  
2019, 28 სექტემბერი, 11:24
სწორედ მაშინ როცა ამ სტატიის სათაური წავიკითხე, Led Zeppelin-ის Dazed and Confused-ს ვუსმენდი
2017, 20 ივლისი, 23:43
რამდენჯერ გადამიხვევია კასეტა კალმით, რომ ისევ და ისევ მესმინა. შედევრს დრო ვერასოდეს აძველებს.
2017, 20 ივლისი, 17:18
ნამდვილად შეუძლებელია ამ მელოდიების დავიწყება...
2017, 20 ივლისი, 11:49
გენიოსია!!!!!
0 1 4