მუსიკა სულის მელოდია! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ! 2017, 4 მარტი, 13:25 ამ მელოდიას ყველა კარგად იცნობს და არ არსებობს ადამიანი, ვისაც ის არ უყვარს — ამაში დარწმუნებული ვარ!!! ყველასთვის ცნობილი რომანტიკული კომპოზიცია «ბალადა ადელინასთვის» («Ballade pour Adeline»), ფრანგმა კომპოზიტორმა პოლ დე სენევილმა (ფრ. Paul de Senneville) დაწერა და მის ჩაწერაზე, ე. წ. კასთინგი ჩაატარა, რომელზეც 20 პიანისტი იყო მიწვეული, მათ შორის, 21 წლის რიჩარდ კლაიდერმანი (Richard Clayderman) და სწორედ მას ერგო, ამ მელოდიის შესრულების პატივი... მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, 22 მლნ. ფირფიტა გაიყიდა, ხოლო ახალგაზრდა პიანისტი ვარსკვლავად იქცა. დღეისთვის, რიჩარდ კლაიდერმანს 1200-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები აქვს ჩაწერილი და 100-ზე მეტი CD გამოშვებული, რომლის საერთო ტირაჟი – 90 მლნ-ს აჭარბებს. უპირველეს ყოვლისა, კლაიდერმანს შეგვიძლია რომანტიკული განწყობების ოსტატი ვუწოდოთ. შემთხვევით კი არ ეძახიან მას – «რომანტიკის პრინცს». ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიტულის ავტორი, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი – ნენსი რეიგანი იყო. რომელმაც პიანისტს ეს სახელი მას შემდეგ შეარქვა, რაც 1980 წელს, მის საქველმოქმედო საღამოს დაესწრო ნიუ-იორკში. «სავარაუდოდ, მას ჩემი მუსიკის სტილი ჰქონდა მხედველობაში, ჩემი ემოციები, გრძნობები», — თავის საპატიო წოდებაზე ამბობს მაესტრო. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში 492 11-ს მოსწონს
|