მუსიკა საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში 2017, 20 თებერვალი, 10:36 განუმეორებელი, ყველაზე საუკეთესო მომღერალი! უბადლო ხმა! და არაჩვეულებრივი სიმღერა! მას მაშინვე ბევრმა დაადგა თვალი. მაგალითად, იმავე წელს, მისი ჩართვა ფილმში «ალისა აქ უკვე აღარ ცხოვრობს», რეჟისორმა მოინდომა, მაგრამ დოლი პარტონს ფილმი არ მოეწონა და სიმღერის მიცემაზე უარი თქვა. ფილმი კი არა! მომღერალმა უარი თავად ელვის პრესლის უთხრა, იმიტომ რომ, ის «მეფური» თავხედობით, საავტორო ჰონორარის ნახევარს ითხოვდა, თავისი წილი (შემსრულებლის) ჰონორარის გარდა. და აი, დადგა 1985 წელი და 22 წლის უიტნი ჰიუსტონი უშვებს თავის სადებიუტო ალბომს და მაშინვე მუზოლიმპის მწვერვალზე ხვდება. ალბომმა გაყიდვების მიხედვით, იმ დროისთვის არსებული, სადებიუტო ალბომების ყველა რეკორდი მოხსნა, სოლო მომღერლის კატეგორიაში. შესანიშნავმა ვოკალმა და ლამაზმა გარეგნობამ, ის ბოლოს და ბოლოს, კინომატოგრაფიამდე მიიყვანა. და უნდა ითქვას, რომ არავის წარმოედგინა, რომ «პირადი მცველი» («The Bodyguard»), ასეთ სახელს მოიხვეჭდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მსახიობის კარგი ვოკალური მონაცემები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს როლის კარგად შესრულებას და კიდევ, სცენარი ფილმისთვის, 1975 წლიდან, დაწუნებული სცენარების თაროზე იდო. მაგრამ, ფილმის პროდიუსერმა და მსახიობმა კევინ კოსტნერმა გარისკა და რისკმა ნამდვილად გაამართლა. როდესაც კევინ კოსტნერმა უიტნის «კოვბოური» სიმღერა აჩვენა, მომღერალმა მისი კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტა — ის უკვე აღარ იყო ნაღვლიანი ქანთრი ბალადა. სიმღერაში გაჩნდა ძალა, დრამატიზმი და სოულის «ჰაერი». სიმღერის ეს ვარიანტი, ძალიან მოეწონა «წუნია» დოლი პარტონს და მისი ფილმში ჩართვის უფლება მისცა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * «მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია * მუსიკა, რომელიც არ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს * «ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან! 278 10-ს მოსწონს
|