საბუნებისმეტყველო ეს ნამდვილი შოკია! უფრო და უფრო ვუახლოვდებით აპოკალიფსს... 2017, 17 ივლისი, 20:01 ანტარქტიდის Larsen C ყინულის აისბერგზე ბზარი ყოველდღიურად უფრო იზრდებოდა, საბოლოოდ როგორც ცნობილია აისბერგი მოწყდა. მოწყვეტილი ყინულის ნაწილი ფართობით თითქმის საქართველოს უტოლდება. შედეგად ლარსენის შელფური მყინვარი 12%-ით შემცირდა. ამ ცვლილების აღმოჩენა "ნასას" თანამგზავრის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მეცნიერები მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ, რადგან ანტარქტიდის ამ მონაკვეთზე ყინულის საფარს ბზარები აღენიშნებოდა. მათი ვარაუდით, აისბერგი უფრო მცირე ნაწილებად დაიშლება და მოძრაობას ჩრდილოეთის მიმართულებით დაიწყებს. ლარსენის შელფური მყინვარი, სამხრეთ პოლუსსა და ატლანტიკის ოკეანეს შორის ყველაზე დიდი მყინვარი იყო. აიბერგის მოწყვეტასთან ერთად მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში შევიდა. სუონსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აისბერგის მოწყვეტის კადრები ნასას საშუალებით ადევნებდნენ თვალყურს. აიბერგის წონა როგორც ცნობილია ტრილიონ ტონას უდრის. სუონსის უნივერსიტეტის პროფესორის, ადრიან ლიუკმენის განცხადება: "აისბერგის მოწყვეტას დიდი ხანია ველოდებოდით, ამ ბუნებრივ მოვლენას ჩვენ ვერაფერს უშველიდით და ვერც ვერაფერს შევცვლიდით, ეს ღვთის ნებაა, ან უფრო სწორედ ჩვენ ადამიანების მიერ მიყენებული ზიანი ბუნებისადმი. ჯერ-ჯერობით თვალყურს ვადევნებთ და ვნახოთ როგორ შეიცვლება სიტუაცია." აიბერგის მოწყვეტა განხორციელდა გასული კვირის ოთხშაბათს, ევროკავშირის კოსმოსურ თანამგზავრმა Sentinel-1-მა მაისის დასასრულში შენიშნა აისბერგის ბზარების გაფართოვება. ლარსენის A ყინულოვანი შელფი 1995 წელს ჩაიძირა. 2002 წელს B ყინულოვანიც შელფს მოწყდა, ამის შემდეგ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ უახლოეს მომავალში C-საც იგივე ბედი ეწეოდა. პროფესორების ღელავენ იმის შესახებ, რომ უკანასკნელი შელფიც ოკეანემ არ შეისრუტოს, რასაც შესაძლოა დიდი კატასტროფები მოჰყვეს. ჯერ-ჯერობით ლარსენის შელფი აისბერგს იკავებს და არ უშვებს ზღვაში, თუ აისბერგი ზღვაში გაცურავს, ზღვის დონე სავარაუდოდ 10-15 სანტიმეტრით გაიზრდება. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1.ისინი უბრალოდ ცხოველები არ არიან! გმირები, რომლებმაც კაცობრიობას თავი დაამახსოვრეს!!! 2.ონლაინ გამოწერები - ფულის შოვნის კიდევ ერთი თაღლითური ხერხი! 3.სეზონის ხილი, რომელიც სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს! 4.საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ! 5.შენდება მსოფლიოს ყველაზე ნატურალური ქალაქი! 6.რა არის სიყვარული? - 16 ილუსტრაცია, რომელიც ნამდვილ სიყვარულს დაგანახებთ 7.საუკუნის მოვლენა!!! დეკემბერში ადამიანის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდება 1179 8-ს მოსწონს
|