x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სან-ფრანცისკოს ავიადისპეტჩერებმა ისტორიაში უდიდესი ავიაკატასტროფა აიცილეს თავიდან
imageსან-ფრანციკოს დისპეტჩერებმა თავიდან აიცილეს ავიაკატასტროფა, რომელიც ყველაზე მასშტაბული შეიძლება ყოფილიყო ავიაციის ისტორიაში.


CBS-ის ცნობით ინციდენტის შესწავლა უკვე დაიწყო აშშ-ს სამოქალქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ, რომელიც 7 ივლისს ღამით მოხდა.


სან-ფრანაცისკოს აეროპორტზე ავიაკომპანია Air Canada-ს თვითმფრინავი Airbus A320, რომელზეც ტორონტოდან მოფრინავდა და ბორტზე 146 მგზავრი იმყოფებოდა შეცდომით R 28 დასაფრენ ბილიკზე კი არა, არამედ თვითფრინავების მოსახვევ ბილიკისკენ აიღო გეზი, სადაც სტარტზე ოთხი ავიალაინერი იდგა და ელოდებოდა აფრენას.


დისპეტჩერმა იმ მომენტში გაშიფრა ეკიპაჟის საუბარი, როდესაც Airbus A320 უკვე 100 ფუტის!!!(30 მეტრი) სიმაღლეზე იყო და სასწრაფოდ მეორე წრეზე გაფრენა მოსთხოვა.


"პირდაპირ თავზე გადაგვიფრინა, "-აღნიშნა პილოტმა, რომელიც მიწაზე იყო და გაფრენისთვის ემზადებოდა.


Air Canada-ს თვითმფრინავი მეორე წრეზე მშვიდობიანად დაეშვა აეროპორტში.


ამჟამად მიმდინარეობს საავიაციო ინპექტორების მიერ ინციდენტის შესწავლა.


როს აიმერი:"თუ წარმოიდგენთ ოთხი, მგზავრებით სავსე და საწვავით გაძეძგილ თვითმფრინავთან Airbus-ის შეტაკებას რა საშინელება შეიძლება მოყოლოდა."





image

იხილეთ აგრეთვე:

ტოპ 5 ავიაკატასტროფა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო

ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფები კაცობრიობის ისტორიაში

0
343
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0