x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალაქი,სადაც ყველა მაცხოვრებელი ერთ კორპუსში ბინადრობს
image


ამერიკის შტატ ალასკაში, მთებს შორის არის პატარა ქალაქი, სახელად უიტიერი. მისი ყველა მცხოვრები ერთ სახლში ცხოვრობს.


14 სართულიანი შენობა «Begich Towers» გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში აშენდა სამხედროებისთვის. ცივი ომის დროს აქ იყო საზღვაო ბაზა ერთადერთი ღრმა წყლის ყურით, რომელიც სიცივისგან არ იყინებოდა.


სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის აშენდა ყაზარმები, ასევე საგულდაგულოდ დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც უზრუნველყოფდა ყველაფერით, რაც იყო საჭირო მუდმივი საცხოვრებლისთვის: სანიტარული განყოფილება, კომენდანტური, ფოსტა, სამრეცხაო, სპორტული დარბაზი, ეკლესია და სხვა საჭიროებები.


image

საინტერესო ფაქტი! «Begich Towers ითვლება ყველაზე მაღალ და ყველაზე დიდ შენობას ალასკაში. მისი დიზაინი არქიტექტორმა ანტონ ანდერსენმა შექმნა, ხოლო სახლს სახელი ეწოდა ალასკნელი კონგრესმენის, ნიკ ბეგიჩის პატივსაცემად, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

image

სამხედროების გარდა აქ სამოქალაქო პირებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც მომსახურე პერსონალის ფუნქციებს ასრულებდნენ. მთავრობამ მათთვის პატარა სახლები ააშენა. მაგრამ 1964 წელს მოხდა საშინელი სტიქიური უბედურება: ძლიერი მიწისძვრა ცუნამით და უზარმაზარი მეწყერით.


სახლი ძლიერ დაზიანდა, მაგრამ მთავრობამ სწრაფად აღადგინა.

image

ერთხელაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამხედრო პერსონალის აქედან გაყვანა. აქ დარჩნენ მშვიდობიანი მოსახლეობა და რადგან არავინ ჩქარობდა სახლების აღდგენას, ხალხი გადავიდა „«Begich Towers»-ში, სადაც დღემდე ცხოვრობს. ქალაქ-სახლის მოსახლეობა ამ დროისთვის დაახლოებით 300 კაცია და ყველა ერთმანეთის მეზობელია.


2016 წელს ჰიდრავლიკური გათბობის სისტემის მოვლა-პატრონობის და კორპუსი ფასადის სარემონტო სამუშაოებისთვის აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინიტრომ (USDA) 3 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გამოყო.

image

ფოტოზე:ხანმოკლე ზაფხული უიტერში.

0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0