x
image
ალექსანდრე ლექსო
აფხაზეთმა ჯილდო – 1 000 000 რუბლი დააწესა

image


"ვინც ინფორმაციას მოგვაწოდებს მძარცველების შესახებ, რომლებმაც გუდაუთაში რუსი მოქალაქეები გაძარცვეს, ერთი მათგანი კი მოკლეს – აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მილიონ რუსულ რუბლს გადასცემს" ნათქვამია თვითაღიარებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ მომხდარის გამო გადადო ვიზიტი ადიღეში, მან უკვე მოინახულა დანაშაულის ადგილი.

თავდასხმა 11 ივლისს, გუდაუთაში მოხდა. მოსკოველ დამსვენებელთა ორ წყვილს გაძარცვის მიზნით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. შედეგად ერთი რუსეთის მოქალაქე გარდაიცვალა.


0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0