გაიწმინდეთ თირკმელები სასწაულმოქმედი სასმელის დახმარებით! ის რაც თქვენს სამზარეულოშიც მოიძებნება!
თირკმელები ასრულებენ რამდენიმე სასიცოცხლო ფუნქციას ორგანიზმში, რომელთა უმრავლესობა მოიცავს ტოქსინებისგან სისხლის ფილტრაციას და შარდის გზით ნარჩენების გამოყოფას.
თუმცა, ზოგიერთმა არაჯანსაღმა კვების ჩვევამ და ხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება, რაც თირკმელს დამატებით ტვირთავს.
სათანადო ჰიდრატაცი, რეგულარული მუშაობა თირკმლისა და ღვიძლის, აუცილებელია სასიცოცხლო ორგანოების ოპტიმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად. არსებობს მთელი რიგი მცენარეები, მაგალითად ოხრახუში, რომელიც ხელს უშლის თირკმლის დაავადებებს, თირკმელში ქვების ფორმირებასა და ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას.როგორ შეიძლება ოხრახუში დაეხმაროს თქვენს თირკმელებს?
ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მათ შორის K, A, C და აუცილებელი მინერალებით, როგორიცაა რკინა, რაზეც თირკმლის ფუნქციაა დამოკიდებული. გარდა ამისა, ოხრახუშს აქვს მთელი რიგი სამკურნალო თვისებები, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
ანტიმიკრობული
ანტიანემიური
მენორაგიული (მენორაგია ნიშნავს მენსტრუალურ პერიოდს არანორმალურად ძლიერი ან ხანგრძლივი სისხლდენით)
ანტიკოაგულანტი (სისხლის შედედების შემაფერხებელი და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო)
ჰიპერლიპიდემიის საწინააღმდეგო (ამცირებს სისხლში ქოლესტერინს)
ანტიჰეპატოტოქსიკური (ხელს უშლის ღვიძლის ტოქსიკურობას)
ანტიჰიპერტენზიული (ამცირებს ჰიპერტენზიას)
შარდმდენი
ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო
ანტიოქსიდანტური
ესტროგენული (არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს)
ჰოლისტიკური მედიცინის მიხედვით, კენჭების მკურნალობისას ოხრახუში ძალიან ეფექტურია. ოხრახუშის ნაყენი ზრდის შარდის წარმოქმნას, რაც იწვევს თირკმლიდან კენჭების გამოდევნას. გარდა ამისა, ის ასევე ხელს უშლის თირკმლის ქსოვილში მარილის შეწოვას, რაც თრგუნავს თირკმელში ქვების ფორმირებას.როგორ მოვამზადოთ ოხრახუშის ნაყენი თირკმელების გასაწმენდად?
რეცეპტისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ახალი ოხრახუში, ამ შემთხევაში ნაყენი უფრო ძლიერი იქნება. თუმცა ასევე შესაძლებელია მისი მომზადება ერთი მუჭა გამხმარი ოხრახუშისგანაც.
შემადგენლობა:
* 1 კონა ახალი, ნატურალური ოხრახუშის ფოთლები
* 8 ჭიქა გაფილტრული წყალი
* 2 სუფრის კოვზი ნედლი, ნატურალური თაფლი
* ახლად გამოწურული წვენი ½ ლიმონის
მომზადების წესი:
1) გარეცხეთ ოხრახუში კარგად, შემდეგ დაჭერით დიდ ნაწილებად.
2) მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე საშუალო ტემპერატურაზე
3) როდესაც ადუღდება, დაამატეთ ოხრახუში და დაუწიეთ ტემპერატურას.
4) ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში
5) გადაწურეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი
6) დალიეთ 1-2 ჭიქა დღეში!!!თირკმლის დაავადების შემთხვევაში, ნაყენის მიღბამდე მიმართ ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოხრახუშის ჩაი არ არის რეკომენდირებული ორსული ქალებისთვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს მენსტრუაცია და აბორტი!!!
გისურვებთ ჯანმრთელობას!