პროფილაქტიკა მიიღეთ თაფლისა და ვაშლის ძმრის ეს ნარევი უზმოზე და რაც თქვენს ორგანიზმს მოუვა, გაგაოცებთ! 2017, 9 მარტი, 17:01 ![]() ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციას? ეს საოცარი საშუალება შეამცირებს ანთებით პროცესებს, შეამსუბუქებს ყელისა და სახსრების ტკივილს, მოაგვარებს ბევრ კუჭ-ნაწლავის პრობლემას, არის ასევე სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული საშუალება. მისი რეგულარულად მიღებით, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა ინფექციები და ა.შ. საუკეთესო შედეგისთვის, თქვენ უნდა მიიღოთ ეს საშუალება დილით, უზმოზე! ![]() * ასტიმულირებს ენერგიას * აუმჯობესებს სუნთქვას * ხელს უწყობს წონაში კლებას * აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს კანის სიჯანსაღეს * კარგია კუჭის პრობლემებისთვის, მათ შორის შეკრულობისთვის * აქრობს გულ-ძმარვას * არეგულირებს ქოლესტერინის და არტერიული წნევის დონეს * ამცირებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილს * ამცირებს ანთებით პროცესებს * არჩენს მტკივან ყელს ნარევის მომზადების რეცეპტი: აუცილებელია გამოიყენოთ ნატურალური და დაუმუშავებელი როგორც თაფლი ასევე ვაშლის ძმარიც რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი. ინგრედიენტები: * 1 ჭიქა წყალი * 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი * 1 ჩაის კოვზი ნატურალური, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი აურიეთ ინგრედენტები ერთმანეთში კარგად. როგორ გამოვიყენოთ: ნარევი უნდა მიიღოთ საუზმემდე, უზმოზე. იმისათვის, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი, მიიღეთ ეს საშუალება ნახევარი საათით ადრე სანამ ისაუზმებთ, ყოველ დღე. შენიშვნა: დარწმუნდით რომ არ გაქვთ ისეთი პრობლემა, რაზეც უარყოფითად მოქმედებს ვაშლის ძმარი. ამისათვის კარგი იქნება თუ ესტუმრებით ექიმს. იმიტომ, რომ ვაშლის ძმარი ხელს უშლის გარკვეული სახის მედიკამენტების მოქმედებას. მაგალითად როგორიცაა შარდმდენები, საფაღარათო და მედიკამენტები დიაბეტისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას! ![]() 10357 5-ს მოსწონს
|