მსოფლიო ცეცხლში გახვეული ჰამბურგი-მასობრივი არეულობა G20 სამიტის წინააღმდეგ 2017, 7 ივლისი, 17:39 მასობრივმა არულობამ მოიცვა ჰამბურგი, რომელიც ზომბების მიერ განადგურებულ ქალაქს დაემგვანა.დამწვარი მანქანები, მაღაზიების ჩამსხვრეული ვიტრინები, ასობით დაშავებულები. ულტრამემარცხენე აქტივისტები მთელი ევროპიდან აპროტესტებენ G20 სამიტს ლოზუნგებით:"ჩავშალოთ კაპიტალის ლოგისტიკა". ანდრეი სმიტი:"ანტიგლობალისტები-ესაა საზოგადოება, რომელიც აერთიანებს :"მწვანეებს", ანარქისტებს და ულტრამემარცხნეებს, მათ სრულყოფილი საბრძოლო რაზმები ჰყავთ, რომელის მზად არიან გადამწყვეტი საპროტესტო ბრძოლისთვის.ისინი 1968 წლიდან მოყოლებული იდეოლოგიურად ფაქტიურად არ შეცვლილან:იბრძვიან იპერიალიზმის წინააღმდეგ ულტრამემარცხენე ლოზუნგებით.სხვათა შორის სახლმწიფო ზოგიერთ ორგანიზაციას თვითონ აფინანსებს, მაგალითად "ფაშიზმთან ბრძოლის სექტორს", ასე რომ შემიძლია განვაცხადო, რომ სახელმწიფომ თვითონ გამოზარდა მონსტრი, რომელიც ახლა ჰამბურგის ქუჩებში დაძრწის". დაკავებულია 44 აქტივისტი, დაშავდა 111 პოლიციელი, ქალაქში მობილიზებურია 20 000 ძალოვანის სტრუქტურის წარმომადგენელი. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს არ დატოვონ საკუთარი სახლები. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისათვის ქალაქში სამი დემონსტრაცია იმართება, მათ მონაწილეებს ურჩევენ არ დაბლოკონ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრამდე მისასვლელი გზები, სადაც G20 სამიტის მონაწილეთა დელეგაციები იკრიბებიან. ჰამბურგში დიდი ოცეულის (G20) სამიტის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. G20-ის ქვეყნების ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლაზე მსჯელობენ. G20-ის წევრები არიან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, ასევე - ევროკავშირი, ევროკომისიის და ევროკავშირის თავმჯდომარის სახით. დიდი ოცეულის სამიტებში მონაწილებენ: მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 84 6-ს მოსწონს 1-ს არა
|