x
image
მადამ ფისუნია
სიშიშვლე ფოვიზმში

imageფოვიზმი, ეს არის 20-ე საუკუნის მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა
პარიზში და მხატვრობაში ახალი პრინციპების, სტილის დანერგვას მოასწავებდა. 1905 წელს,
პარიზში, ერთ-ერთ სალონში, ახლგაზრდა მხატვრებმა მოაწყეს გამოფენა და ამით საკმაოდ
დიდი სკანდალიც გამოიწვიეს.რეაქციულად განწყობილი მაყურებელი, მათ მიმართ დამცინავ
ეპითეტებს იყენებდა და ირონიულად მოიხსენიებდა. სურათები, რომელთა ავტორებიც იყვნენ
: ანრი მატისი, მორის გლამინკი, დერენი, ჟორჟ ბრაკი.. ხალხში აღშფოთებას იწვევდა, ისინი
ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ვინმეს ნარინჯისფერი ველები, მეწამული ქუჩები,
მწვანე მონასმებით დახაზული ქალის სახე ეხატა, უჩვეულოდ გაემარტივებინა ნახატები და
პერსპექტივის ყველანაირი კვალი გაექრო.


მათ, კრიტიკოს ლუი ვოკსელმა მტაცებელი ცხოველები უწოდა, რაც ფრანგულად
fouves-ს ნიშნავს და სწორედ ასე დაერქვა ამ მხატვრულ მიმდინარეობს ფოვიზმი. ფოვისტების
ლიდერი იყო ანრი მატისი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურა ხელოვნებაში, რომლის ორი, ყველაზე
ცნობილი ნახატია : „ცეკვა“ და“ სიმღერა“. მართალია ფოვიზმი და ფოვისტების მოღვაწეობა
ხანმოკლე იყო, თუმცა მხატვრებმა მოახერხეს ეპოქისათვის დამახასიათებელი ტენდენციების
ასახვა. ჯგუფის ზოგიერთი წევრი შემდგომ სხვა ახალ მიმდინარეობებს შეუერთდა. ფოვიზმმა
საფუძველი კი ექსპრესიონიზმს ჩაუყარა.


ანრი მატისმა ინტენსიური ფერების,
გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით გრძნობების უშუალო გადმოცემის
ძიება დაისახა მიზნად მის ნამუშევრებში, რომელიც მან „ველურთა“ (ფოვისტების) გამოფენაზე
გამოიტანა შემოდგომის სალონში. ამასთან მატისზე დიდი გავლენა მოუხდენია მიუნხენში გამოფენილი
ისლამური ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას. ორი ზამთარი, გატარებული მაროკოზე
(1912-1913) მის შემოქმედებას აღმოსავლური მოტივებით ამდიდრებს, ხოლო დიდი ხნით ლაჟვარდოვან
ნაპირზე ცხოვრებამ კი მის ტილოებს კაშკაშა პალიტრა შეჰმატა. მისი ტილოები, რომელზეც
გამოსახულია ქალის ფიგურები, ნატიურმორტები და პეიზაჟები, თემატური მრავალფეროვნებით
შეიძლება არ გამოირჩეოდეს, თუმცა ისინი ბუნებრივი ფორმებისა და მათი თამამი გამარტივების
ხანგრძლივი შესწავლის შედეგია. მან მიიღო ტრადიციული სამხატვრო განათლება მის სურათებს
ხშირად "ბავშვურს" უწოდებდნენ რადგან ფორმებს მოცულობითის ნაცვლად სიბრტყობრივად
გამოსახავდა ძირითად აქცენტს კი კაშკაშა ფერების გამომსახველობაზე აკეთებდა. მეტად
ამ მხრივ, საინტერესოა მატისის „ცეკვა“, რომელზეც
გამოსახულია ხუთი შიშველი ადამიანი ხელჩაკიდებული, რომლებიც ცეკვავენ, კომპოზიცია მეტად
მარტივია, ფონად მხოლოდ ცისფერი ცა და მწვანე მოლი გვევლინება, სურათში სივრცე არ იგრძნობა
არც სხეულის ნაკვთების იდეალიზებულ დამუშავებას ვხვდებით... ამიტომაც რა გასაკვირია,
რომ აკადემიურ მხატვრობას მიჩვეულთათვის ეს და მისი მსგავსი ნამუშევრები კრიტიკის საგნად
იქცა?

image

0
335
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0