x
image
მადამ ფისუნია
სიშიშვლე მირ ისკუსტნიკებთან +16 (სურათები)

imageრუსეთში ჩამოყალიბდა მხატვართა დაჯგუფება 1898 წელს სტუდენტთა ჯგუფის მიერ,
რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრე ბენუა, კონსტანტინ სომოვი, დმიტრი ფილოსოფოვი, ლეონ
ბაქსტი, ევგენი ლანსერი - «Мир иску́сства», (მირ ისკუსტვა), ეს გახლდათ რუს ხელოვანთა
გაერთიანება, მოგვიანებით ჟურნალიც კი გამოვიდა
ამ სახელწოდებით. ამ ახალი ჯგუფის საწყისი
მომენტი დაემთხვა რუს და ფინელ ხელოვანთა გამოფენას სანქტ-პეტერბურგის გამოყენებითი
ხელოვნების შტიგლიცის მუზეუმში. რაც შეეხება ამავე სახელწოდების ჟურნალს შეიქმნა
1899 წელს სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ბენუას, ლეონ ბაკსტისა და სერგეი დიაგილევის
(მთავარი რედაქტორი) მიერ, მათი მიზანი პერედვიჟნიკების დრომოჭმული სკოლის
ხელოვნების სტანდარტების კრიტიკა და არტისტული ინდივიდუალიზმისა და „არ-ნუვოს“
განსხვავებული პრინციპების პროპაგანდა იყო.წინამორბედი ინგლისელი პრერაფაელიტების მსგავსად, ბენუა და მისი მეგობრები
შეძრწუნებული იყვნენ თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების ანტიესთეტიურობით და ცდილობდნენ
პოზიტივიზმთან ბრძოლის ეგიდით, გაეერთიანებიათ რუსული ნეორომანტიკული მიმართულების
მხატვრები რუსულ ხელოვნებაში. რომანტიკოსების
მსგავსად „მირისკუსნიკები“ წინა ეპოქების ხელოვნების
შენარჩუნებას ქადაგებდნენ, განსაკუთრებით კი ტრადიციულ ხალხურ ხელოვნებასა და მე-18
საუკუნის როკოკოს სტილს თანაუგრძნობდნენ. ანტუან ვატო შესაძლოა ერთადერთი ხელოვანი
იყო, რომელსაც ყველა მათგანი აღმერთებდა. „მირისკუსნიკები“ ირონიითა და პაროდიის სულისკვეთებით ეკიდებოდნენ აღორძინების მსგავს პროექტებს. ისინი
აღტაცებული იყვნენ ნიღბებითა და მარიონეტებით, კარნავალითა და თოჯინების თეატრით, ოცნებებითა
და ზღაპრებით. ყველაფერი გაჯერებული გროტესკული და თამაშის ელემენტით მათთვის გაცილებით საინტერესო იყო, ვინემ სერიოზული კლასიციზმი
და ემოციური რომანტიზმი. მათი რჩეული ქალაქი ვენეცია იყო, იმდენად რომ დიაგილევმა და
სტრავინსკიმ ეს ქალაქი საკუთარი დამარხვის ადგილადაც კი აირჩიეს. საშუალებად „მირისკუსნიკები“
ზეთის საღებავების ნაცვლად, აკვარელის ჰაეროვან ეფექტებსა და გუაშს ირჩევდნენ
. როგორც უკვე აღვნიშნეთ „მირისკუსტნიკებს“
უყვარდათ აკვარელით ხატვა, მათ შორის იყო სომოვიც (1869 — 1939), რუსი მხატვარი რომელიც
ხატავდა არაჩვეულებრივ, ნათელ სურათებს. განსაკუთრებით საინტერესოა მის მიერ დახატული
შიშველი სხეულები, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების. ამის კარგი ნიმუშია მისი სურათები სახელწოდებით „შეყვარებულები“, მსგავსი თემატიკის ბევრი ნიმუში
არსებობს, მის შემოქმედებაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ, ოვალურ ჩარჩოში მოქცეული აკვარელით
შესრულებული სურათი, რომელზეც გამოსახულია შიშველი წყვილი: ქალი და კაცი მინაბული სახეებით
და გაწითლებული ლოყებით, ვიწრო საწოლზე შიშვლები წამოწოლილან . სომოვმა სრულიად გააშიშვლა
მათი სასქესო ორგანოები, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ეს კი, მეტად გაბედული ნაბიჯი
იყო მხატვრის მხრივ მისი თანამედროვე რუსეთის
დოგმატური წესებიდან გამომდინარე.

imageასევე, მეტად თამამია მისი ამავე სახელწოდების მეორე ნამუშევარი, სურათის
წინა პლანზე გამოსახულია გოგონა რომელიც დამთვალიერებელს ზურგს აქცევს და საწოლზე მჯდომი
თმას ისწორებს, იგი შიშველია, ნაწილობრივ ვამჩნევთ ქალის მკერდის ნაწილს და საჯდომის
ნაწილს. გოგონას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, მის ფეხებთან შიშველი მამაკაცია გართხმული,
რომელიც ნაზი ამბორით ემთხვევა ქალის ფეხის ზედა ნაწილს. მამაკაცის ლოყა შეფაკლულია,
მისი ჯდომის პოზა კი აშკარას ხდის მის სასქესო ორგანოს, რომელიც დაუფარავად გამოსახა
მხატვარმა. მიუხედავად სომოვის მსგავსი თემატიკის სურათებისა, ვერ ვიტყვით, რომ მის
ნამუშევრებში ვხვდებით გარყნილებას. პირიქით, მისი ნამუშევრები გაჯერებულია ეროტიკით,
ინტიმით, ვნებით... მაგრამ ეს ყველაფერი ესთეტიკურად გამაღიზიანებელი როდია? მშვენერებისა
და წმინდა სილამაზის დონეზე აყვანილი სურათები
აღაფრთოვანებს დამთვალიერებელს და მოწიწებით აღავსებს ავტორისადმი. კონსტანტინე სომოვის ინსპირაციის უშრეტი წყარო გახლდათ
ანტუან ვატოსა და ფრაგონარის შემოქმედება, მათი მხატვრობა შეფარული ეროტიკის ელემენტებით არის გაჯერებული. მათგან განსხვავებით,
სომოვი უფრო მეტად თამამია.

imageimageimageimageპ.ს. აღსანიშნავია, რომ სომოვი გახლდათ გეი და ის ხშირად ხატავდა ერთსქესიან წყვილებსაც....



3
369
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
369
  
2017, 6 ივლისი, 15:32
დიახ, ჩამოცხა და მე რასაც ვერ ვიხდი ხელოვნებას ვხდი ^–^
2017, 6 ივლისი, 8:53
ფისუნია, ძალიან დაგცხა, ალბათ, ერთობ გრილი სტატიებია))
0 1 3