x
image
მადამ ფისუნია
სიშიშვლის თემა XIX-XX სს. ევროპულ მხატვრობაში

imageXIX საუკუნეში კი, როცა შიშველი ნატურით ვერავის გააკვირვებდი, ედუარდ
მანემ შიშველი მეძავი დახატა – სკანდალი ზეცას მისწვდა. თავად სენსაციის ავტორიც კი
არ ელოდა ასეთ შედეგს. ეს სკანდალი 1865 წელს პარიზის სალონში აგორდა. სალონის თითქმის
ორასწლიანი ისტორიის მანძილზე ეს ყველაზე დიდი სკანდალი იყო. სურათის წინ შეიარაღებული
დაცვის დაყენება მოუწიათ, რათა ნაწარმოები აღშფოთებული ბრბოსგან დაეცვათ. გაცოფებული
მნახველები აფურთხებდნენ ტილოს, ცდილობდნენ ქოლგით ანდა ხელჯოხით მიწვდომოდნენ. კრიტიკოსები
ნახატს ცინიზმისა და გარყვნილებისთვის აძაგებდნენ და მოითხოვდნენ ამ საზიზღარი სანახაობისგან
ფეხმძიმე ქალების და ახალგაზრდა გოგონების დაცვას. ერთი შეხედვით ვერ გაიგებდი თუ რითი
განსხვავდებოდა შიშველი ქალი მანეს ნახატიდან იმ „ვენერების“, „სუსანების“, „მობანავე
ქალების“ და სხვა ნიუსგან, რომლებიც XIX საუკუნის შუა წლებში თითქმის ყველა გამოფენაზე
იყო წარდგენილი. მანეს „ოლიმპია“ არ იყო არც მითის, ანდა ძველი ისტორიის პერსონაჟი,
არც ალეგორია და არც ქალური სილამაზის ზოგადი განსახიერება.ყელზე ხავერდის ბაფთისა
და ქოშების მიხედვით, მხატვარმა მისივე დროის ქალი დახატა, თანაც ყველაფერი, მათ შორის
ნახატის სახელწოდებაც, ცალსახად მიუთითებდა ქალის პროფესიას. ოლიმპია ერქვა კურტიზან
ქალს, ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანისა და დრამის, „ქალი კამელიებით“, მთავარ გმირს.
ამას გარდა ეს ეფექტური ანტიკური სახელი ბევრი ძვირიანი პარიზელი მეძავის „პროფესიული
ფსევდონიმიც“ იყო. გამზადებულ საწოლზე წამოწოლილი ქალი მანეს ნახატიდან მაყურებელს
ღიად და ცოტათი ცინიკურად უცქერის – როგორც ახლახანს შემოსულ კლიენტს და ეს აბრაზებდა
რესპექტაბელურ (ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც) დედაქალაქის ბურჟუას. გამოფენაზე
ნახატი შორეულ დარბაზში გადაიტანეს და თითქმის ჭერთან დაჰკიდეს, რათა არავინ მიწვდომოდა.
აღიარება ამ შედევრს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მხატვრის სიკვდილის მერე ეწვია. ქალის
პოზა და ნახატის კომპოზიცია – გარკვეულად მსგავსია ტიციან ვეჩელიოს „ურბინოს მადონასი“.
„ოლიმპია“ მისი თავისებური თანამედროვე ვერსიაა, რომელიც მრავალ დეტალში მის პაროდირებას
ახდენს. მანეს სურათში თავისი დატვირთვა აქვს თითოეულ დეტალს .მაგალითად ქოშები იმ
დროის სახლის ფეხსაცმლის გავრცელებული ნაირსახეობა იყო. გახდილი ქოში – ეროტიკული სიმბოლოა,
დაკარგული უბიწოების სიმბოლო.ოლიმპიას სამაჯური და საყურეები ტიციანის ტილოს ვენერას
სამკაულებს იმეორებს, რაც ამ ორ ნახატს შორის მსგავსებას ხაზს უსვამს. რაც შეეხება
კატას იგი ქალის სექსუალური თავაშვებულობის სიმბოლოა გამოსახული. მანეს ნახატზე იმ ადგილასაა, სადაც ტიციანის ნახატზე ძაღლი – ოჯახური
ერთგულების სიმბოლო („ურბინის ვენერა“ ქორწინების სიხარულს ეძღვნება. იგი იმ თავითვე
საპატარძლოს მზითვის სკივრის გასაფორმებლად დაიხატა). რაც შეეხება ქალის მომსახურე
პერსონალს, თუ ტიციანის ტილოზე, ვენერას მესაიდუმლოეები მის მზითევს აწყობდნენ სკივრიდან,
მანესთან მოახლეს მიაქვს თავისი ქალბატონისთვის თავისებური „ძღვენი“ კლიენტისგან. მე–20
საუკუნის პარიზის ზოგიერთ კურტიზან ქალს მსახურად შავკანიანი ჰყავდა, რომლის გარეგნობაც
ეგზოტიკურ აღმოსავლურ სიამოვნებებთან იყო ასოცირებული.

imageშეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ ედგარ დეგასა და ოგიუსტ
რენუარის მობანავე ქალები, რენუარს უყვარს ეროტიკა, განსხვავებით დეგასაგან, მისი შიშველი
ქალები არიან სისხლსავსე, დაბრაწულ ლოყებიანნი, ხოლო დეგას ქალები კი მედად კდემამოსილნი
არიან, მაგალითად სურათი „ტაშტი“, რომელზეც (კრიტიკოსი) ფელიქს ფენეონი “Reviu Independante (”დამოუკიდებელი ჟურნალი”)
წერს - ”საბანაო ტაშტებში ჩამჯდარი ქალები ავსებენ მათ სივრცეს. ერთი, ნიკაპი რომ გულზე
დაუბჯენია, კისერს იხეხავს; მეორე მთელი ტანით დაგრეხილა და მკლავი ზურგზე აქვს მიკრული,
რათა გასაპნული ღრუბელი წაისვას კუდუსუნზე; ხერხემალი ლარივითაა დაჭიმული, ხელები ვერტიკალურად
აქვს ჩაყოფილი წყლით სავსე ტაშტში ტანის გასახეხი უხეში ქსოვილის დასასველებლად, მკლავებს
შორის კი მისი მსხლისებრი ძუძუების დანახვა შეიძლება”. ჰუსმანსი მობანავე ქალთა სერიის
შესახებ კი წერდა : ” იგი აქ არის, სხეულის უბადლო სილამაზე, .... დეგას სურათებში
ქალღმერთების გლუვ და მკვრივ შიშველ სხეულებს კი არ ვხედავთ, არამედ ნამდვილ, ცოცხალ,
შიშველ ახალდაბანილ კანს, რომელსაც სიცივისგან ხორკლი მოსდებია”.

0
267
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0