x
image
მადამ ფისუნია
შიშველი სხეულისადმი მიდგომა რენესანსულ ფერწერაში

imageიწყება რენესანსის ეპოქა, ე.წ. აღორძინების ხანა... პირველი ვინც ამდენი
ხნის შემდეგ მოახერხა და დაანახა კაცობრიობას ადამიანის ნამდვილი სახე, იყო ჯოვანი
ბოკაჩო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რეალისტურ ნოველას. თავისი “დეკამერონით” მან ხაზი
გადაუსვა იდეალურ ადამიანს, დასცინა გულუბრყვილობას,
ფარისევლობას, გააკრიტიკა “ღვაწლი სულის ცხონებისათვის”, გამოააშკარავა რელიგიის მსახურთა
უმსგავსო საქმიანობა. ამით მან დაიმკვიდრა აღორძინების ხანის უდიდესი წინაბორბედის
სახელი დანტე ალიგიერსა და სხვა გენიოსებთან ერთად. მათი შემოქმედება არა მარტო აგვირგვინებს
დასავლეთევროპული შუა საუკუნეების პერიოდს, არამედ ხსნის ახალ – აღორძინების ეპოქას.
რენესანსის ოსტატებზე საუბრისას, როდესაც საქმე გვაქვს ფერწერასთან შეუძლებელია გვერდი
ავუქციოთ ბოტიჩელისა და მის სევდიან, უმშვენიერეს სახეებს, მომხიბლავია მისეული შიშველი
სხეული, გამჭვირვალე სამოსელი აბრეშუმის თმა, ფანტასტიკური იდუმალება. ბოტიჩელის მუზა
იყო სიმონეტა ვესპუჩი, რომელსაც ეტრფოდა ყველა, თვით მედიჩებიც კი. ეს ქალი სრულიად
ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დახატა ბოტიჩელიმ
"ვენერას დაბადება" (რენესანსის პერიოდის ქალის იდეალი).

„ვენერას დაბადება“ - ტილო, ტემპერა, 1483-1485 დღეს ფლორენციაში ინახება.
სურათი წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაახედვის წერტილი დაჭერილია ქვემოდან. მასზე
სჭარბობს თბილი, ნათელი ფერები, არ არსებობს ერთი კონკრეტული წყარო, რომელიც მას გაანათებს,
რადგან მოქმედება ხდება დღის სინათლეზე და ამის საჭიროება არ არსებობს. სურათზე ასახულია
ვენერას (ბერძ. აფროდიტე) დაბადება. ჰესიოდეს თანახმად ის ზღვის ქაფიდან იშვა კუნძულ
კვიპროსზე. თვით ქალღმერთი დგას ნიჟარაში, რაც მის ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებს.
მარცხენა ფლანგზე ჩვენ ვხედავთ ზეფიროსს (დასავლეთის ქარს), რომელიც თავის მეუღლესთან
ქლორიდასთან ერთად ნიჟარას უბერავს. მარჯვენა ფლანგზე ვენერას ერთ-ერთი გრაცია ხვდება.
შეუძლებელია არ მოგხიბლოთ ამ ქალის ოქროსფერმა, ნარნარა თმამ და მისმა უზადო სხეულმა.
ქალის სხეულის სასირცხვო არეები ნაზადაა დაფარული მისივე თმითა და ხელით, რაც ეროტიკის
ელემენტებს ქმნის... ვფიქრობ ბოტიჩელის ეს შესანიშნავი ტილო მხოლოდ იდეალური ქალღმერთის
დაბადება კი არა, თვით წმინდა სიშიშვლის დაბადებაცაა... ბოტიჩელის შექმნილი მშვენიერი სურათია ასევე „გაზაფხული“ რომელზეც სრულებითაც
არ ვხვდებით იმდენივე სიშიშვლეს სხეულისა, რამდენსაც „ვენერას დაბადებაში“, თუმცა გამჭვირვალე
, თითქმის უხილავი ქსოვილები, რომლითაც მხატვარმა შემოსა მშვენიერი ქალბატონები, არანაკლებ
აღმაფრთოვანებელი და ეროტიკულია ვიდრე მშვენიერი ვენერა...

imageბოტიჩელის შემოქმედება თავისებური პოეტური სინთეზია
გოთიკისა და აღორძინების იდდეალების.მას "მეორე გოთიკის" უდიდეს ოსტატს უწოდებენ.
"მხოლოდ პოლაიოლოს მხატვრების წინამძღვრებიდან შეგვიძლია ავხსნათ სანდრო ბოტიჩელის
სტილი“ (ბ.ვიპერი) ბოტიჩელის ნამუშევრებში ოქროსფერი სჭარბობს, რაც შეიძლება იმით აიხსნას,
რომ ყრმა იმ დროისათვის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო
ზედწოდებაც და ოქროსფერის სიყვარულიც.მისი ინტერესი მხატვრობისადმი თავიდანვე გამოიხატა,
აშკარა იყო, რომ ოქრომჭედლობაზე მეტად ფერწერა იტაცებდა, ამიტომ, იგი მიაბარეს სახელოვან
ბერს, ფრა ფილიპო ლიპის. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისაგან მან გადაიღო
ის ვნებიანი მისწრაფება, ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული რაც ლიპის სურათებს
ახასიათებს. განიცდიდა ვეროკიოს, მანტენიოს, და სხვათა გავლენასაც, მაგრამ ჰაეროვნება
და ფანტასტიკის სიყვარული საკუთრივ ბოტიჩელის მონაპოვარია.რენესანსის
ოსტატებზე საუბრისას არშეგვიძლია არ ვისაუბროთ ჯორჯონეზე (1476-1510) და მის მშვენიერ
ქმნილება „მძინარე ვენერაზე“ .
image
ჯორჯონე უდიდესი იტალიელი მხატვარიდა ვენეციური სახვითი ხელოვნების სკოლის
ბრწყინვალე ოსტატია. მან ზემოხსენებული ტილო გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე შექმნა.
ცნობილია, რომ მხატვარმა ვერ შეძლო ტილოს დასრულება, რადგან შავ ჭირს ემსხვერპლა, ამიტომ
იგი ტიციანო ვეჩელომ სრულყო. სურათზე გამოსახული შიშველი ვენერა და მის უკანა პლანზე
გამოსაკული კლდის ნაწილი ჯორჯონეს დახატულია ხოლო, დანარჩენი პეიზაჟი - ტიციანის მიერ.
მსგავსს კომპოზიციას ვხვდებით შემდგომი პერიოდის
, შემდგომ თავის ტილოებზე გამოხატა ტიციანის - „ურბინელ ვენერას“ გამოსახულებასა
და ედუარდ მანეს XIX ს-ში ფერწერულ ტილოზე
- „ოლიმპია“.
image„ფორნარინა“- წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრის,
არქიტექტორისა და რენესანსის ექპოქის, ფლორენციული სკოლის უდიდესი წარმომადგენლის
- რაფაელ სანტის (1483-1520) მიერ დაფაზე ზეთის საღებავებით შესრულებულ „შედევრ სურათს“.
სურათის სიმაღლე 85 სმ. სიგანე 60სმ. როგორც ზოგიერთი წყარო იტყობინება, სურათზე გამოსახულია
მხატვრის მენატურე ქალი, რაფაელის შეყვარებული
- ფორნარინა, ნახევრად შიშველი სახით. სურათზე ქალი ცდილობს შიშველი მკერდის დაფარვას.
მის ხელს კი ამშვენებს სამაჯურის სახით მხატვრის მიერ წარწერილი „raphael
urbinas“. მკვლევართა მიერ სურათზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, თავდაპირველად ქალს
ხელზე ეკეთა ბეჭედი, რის მიხედვითაც სპეციალისტები მათი სიყვარულის ჰიპოთეზაზე მსჯელობენ.
როგორც ვარაუდობენ რაფაელს ფორნარინა მხოლოდ ამ ტილოზე არ აუსახავს, იგი გამოსახული
ჰყავს საყოველთაოდ ცნობილ ტილოზე „დონა ველატაზეც“. აღსანიშნავია რაფაელის „მადონა და ყრმა წიგნით“
, რომელზეც ვხვდებით სრულიად შიშველ ყრმა იესოს დედის (რომელიც ერთი ხელით წიგნს კითულობს,
მეორე კი ბავშვის ფეხზე უკიდია) მკლავში მომწყვდეულს და მის კალთაში მოკალათებულს.
აღნიშნული წიგნისაკენაა დედა ღმრთისას მთელი ყურადღება გადატანილი. ამ წიგნის გამოსახვით
მხატვარმა სიმბოლურად ასახა „წმინდა წერილი“, სადაც აღწერილია იესოს ტრაგიკული ხვედრი.
წიგნისაკენაა ასევე ყრმის ყურადღებაც მიპყრობილი. რომელსაც ხელში იმ პერიოდისათვის
ერთობ გავრცელებული ბავშვების სათამაშო - ჩიტბატონა უჭირავს. როგორც ცნობილია, ეს სურათი
მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპს განეკუთვნება, რის გამოც სპეციალისტების აზრით
(მხატვრის მასწავლებლის), პეტრო პერუჯინოს ზეგავლენა იგრძნობა.

imageრენესანსის ვენეციური სკოლის დიდოსტატის ტიციანო ვეჩელიოს (1488-1576)
ფერწერულ ტილოზე „დანაოსი“, წინა პლანზე საწოლზე წამოწოლილი შიშველი დანაოსია გამოსახული,
რომელსაც ფეხებზე თხელი, თეთრი ზეწარი ქაოტურად აქვს გადახლართული, ქალი ფიქრებს
მისცემია. იგი მეოცნებე სახითა და გადაღეღილი მკერდით უმზერს ოქროს წვიმას (რომელიც მითის მიხედვით მისი სილამაზით შეპყრობილ-დატყვევებული
ზევსია). ქალის უკან პლანზე გამოსახულია ასევე შიშველი ფრთოსანი ბიჭუნა, რომელიც ქალის
მსგავსად ოქროს წვიმას უმზერს. ამ მითის მიხედვით ტიციანმა სულ ოთხი ტილო დახატა, რომელთაგან
ყველაზე ადრე სწორედ ნეაპოლში შესსრულებული „დანაოსი“ გახლავთ. დანარჩენი სამი ტილო
ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგში მდებარე - „ერმიტაჟში“ და მადრიდში
განთავსებულ „პრადოს ეროვნულ მუზეუმშია“ დაცული.























0
314
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0