x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შეიძლება კერვა არ იცით, მაგრამ ამ მოდურ სამოსს, უპრობლემოდ შეკერავთ – II ნაწილი (12 მოდელი + კაბა პლაჟისთვის)
image


ქალისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მსგავსი სამოსი სხვასაც არ ეცვას. ამიტომ, კარგი იქნება, კაბას მკერავთან თუ შეიკერავთ და კიდევ უფრო იაფად გამოხვალთ, თუ ამას თავად მოახერხებთ!
აქ წარმოდგენილი მოდელები ძალიან მარტივი შესაკერია და მათ შესაქმნელად, განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება საჭირო არ არის.

ქვემოთ მოცემული თარგები S და M ზომებზეა გათვლილი და გამოყენების შემთხვევაში, საკუთარი ზომა აუცილებლად გაითვალისწინეთ!


image

1. პატარა შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. თარგი ძალიან მარტივია. ხოლო, კაბა – ეფექტური.

image

image

2. ეს ძალიან დახვეწილი კაბაა! ყველაზე მთავარი, კი ის არის, რომ მისი შეკერვა ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ქამრის ან სხვა აქსესუარების დამატების შემთხვევაში, მისი იერის შეცვლა შეიძლება.

image

image

3. ეს მოდელიც უმარტივესია! და რამდენად დახვეწილი და ელეგანტური იქნება, მთლიანად ქსოვილზე არის დამოკიდებული.

image

image

4. სარაფანი ზღვის სანაპიროზე სეირნობისთვის. მხოლოდ ჩალის ქუდი არის საჭირო და სუპერ-ელეგანტური სტილი მზად იქნება.

image

image

5. ეს საზაფხულო სარაფანის კიდევ ერთი ვარიანტია. ძალიან ლამაზი მოდელია oversize -ის (სრული, განიერი) სტილში.

image

image

6. ულამაზესი საღამოს კაბაა, რომლის გადაკეთება (სიგრძის დამოკლებით) კოქტეილის კაბად შეიძლება. მისი შეკერვა იმდენად მარტივია, რომ სალაპარაკოდაც არა ღირს.

image

image

7. წელს მოდაში თამამი სტილი (გამჭვირვალე სამოსი, ბრა-ტოპი, ღრმა დეკოლტე და მოშიშვლებული მხრები) არის და რამდენად ელეგანტური იქნება თქვენი კაბა, ქსოვილზე და თქვენს გემოვნებაზე არის დამოკიდებული.


image

image

8. თოჯინის კაბა — ყველა გოგონას ოცნებაა. ეს მოდელი, სხვა კაბებთან შედარებით, ცოტა რთულია და თუ ამ საქმეში ახალბედა ბრძანდებით, დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ.

image

image

9. ასეთი კაბით ოფისშიც შეიძლება წასვლა და სასეირნოდაც. მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ ტანზე არ არის მომდგარი და პატრონს სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

image

image

10. ეს მაქმანებიანი კაბა ძალიან ქალური და ელეგანტურია. მაგრამ, შესაძლებელია, რომ სხვისი დახმარება ამ შემთხვევაშიც საჭირო გახდეს.

image

image

11. ძალიან ორიგინალური საზაფხულო კაბაა: მსუბუქი და ჰაეროვანი. განსაკუთრებით უხდება ქსოვილს ყვავილებიანი პრინტით. ამასთან, მისი შეკერვა, არც თუ ისე რთულია.

image

image

12. ამ კაბაში ერთდროულად არის გაერთიანებული ელეგანტურობა და სექსუალურობა. მისი დახმარებით, მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეიძლება.
imageლამაზი კაბის შესაკერად, არ არის საჭირო, რომ ამ საქმის პროფესიონალი იყოთ. ერთი შეხედვით რთული რაღაცეები, სინამდვილეში, ძალიან მარტივად გასაკეთებელია. ამოირჩიეთ მოდელი, შეარჩიეთ ქსოვილი და კერვას შეუდექით. ცოტაოდენი ძალისხმევის გამოჩენის შემდეგ, თქვენ ერთადერთი და განუმეორებელი კაბის მფლობელი გახდებით!

imageimageimage
კაბა პლაჟისთვის


image

image

ეს კრეატიული კაბის უმარტივესი მოდელია — თქვენ დაგჭირდებათ: მართკუთხედის ფორმის ქსოვილი და 2 ზონარი.


შეკერვა: ქსოვილს კუთხეებზე მიაკერეთ ზონარები, როგორც ქვემოთ, სურათზე არის ნაჩვენები და მორჩა. სულ ეს არის!

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!!!


imageimage


imageimageთქვენთვის ასევე საინტერეს იქნება:

imageშეიძლება კერვა არ იცით, მაგრამ ამ მოდურ სამოსს, უპრობლემოდ შეკერავთ (8 მოდელი)

შოკისმომგვრელი საზაფხულო სტილი, რომელიც ვარსკვლავად გაქცევთ!

მოდა 2017. ზაფხული: ფერები, ძირითადი მიმართულებები და ჯინსის ახალი მოდელები

15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის

0
5152
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0