რჩევები შეიძლება კერვა არ იცით, მაგრამ ამ მოდურ სამოსს, უპრობლემოდ შეკერავთ – II ნაწილი (12 მოდელი + კაბა პლაჟისთვის) 2017, 10 ივლისი, 10:39 ქალისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, არამედ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მსგავსი სამოსი სხვასაც არ ეცვას. ამიტომ, კარგი იქნება, კაბას მკერავთან თუ შეიკერავთ და კიდევ უფრო იაფად გამოხვალთ, თუ ამას თავად მოახერხებთ! ქვემოთ მოცემული თარგები S და M ზომებზეა გათვლილი და გამოყენების შემთხვევაში, საკუთარი ზომა აუცილებლად გაითვალისწინეთ! 1. პატარა შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. თარგი ძალიან მარტივია. ხოლო, კაბა – ეფექტური. 2. ეს ძალიან დახვეწილი კაბაა! ყველაზე მთავარი, კი ის არის, რომ მისი შეკერვა ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ქამრის ან სხვა აქსესუარების დამატების შემთხვევაში, მისი იერის შეცვლა შეიძლება. 3. ეს მოდელიც უმარტივესია! და რამდენად დახვეწილი და ელეგანტური იქნება, მთლიანად ქსოვილზე არის დამოკიდებული. 4. სარაფანი ზღვის სანაპიროზე სეირნობისთვის. მხოლოდ ჩალის ქუდი არის საჭირო და სუპერ-ელეგანტური სტილი მზად იქნება. 5. ეს საზაფხულო სარაფანის კიდევ ერთი ვარიანტია. ძალიან ლამაზი მოდელია oversize -ის (სრული, განიერი) სტილში. 6. ულამაზესი საღამოს კაბაა, რომლის გადაკეთება (სიგრძის დამოკლებით) კოქტეილის კაბად შეიძლება. მისი შეკერვა იმდენად მარტივია, რომ სალაპარაკოდაც არა ღირს. 7. წელს მოდაში თამამი სტილი (გამჭვირვალე სამოსი, ბრა-ტოპი, ღრმა დეკოლტე და მოშიშვლებული მხრები) არის და რამდენად ელეგანტური იქნება თქვენი კაბა, ქსოვილზე და თქვენს გემოვნებაზე არის დამოკიდებული. 8. თოჯინის კაბა — ყველა გოგონას ოცნებაა. ეს მოდელი, სხვა კაბებთან შედარებით, ცოტა რთულია და თუ ამ საქმეში ახალბედა ბრძანდებით, დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ. 9. ასეთი კაბით ოფისშიც შეიძლება წასვლა და სასეირნოდაც. მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ ტანზე არ არის მომდგარი და პატრონს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. 10. ეს მაქმანებიანი კაბა ძალიან ქალური და ელეგანტურია. მაგრამ, შესაძლებელია, რომ სხვისი დახმარება ამ შემთხვევაშიც საჭირო გახდეს. 11. ძალიან ორიგინალური საზაფხულო კაბაა: მსუბუქი და ჰაეროვანი. განსაკუთრებით უხდება ქსოვილს ყვავილებიანი პრინტით. ამასთან, მისი შეკერვა, არც თუ ისე რთულია. 12. ამ კაბაში ერთდროულად არის გაერთიანებული ელეგანტურობა და სექსუალურობა. მისი დახმარებით, მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეიძლება.
ეს კრეატიული კაბის უმარტივესი მოდელია — თქვენ დაგჭირდებათ: მართკუთხედის ფორმის ქსოვილი და 2 ზონარი.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!!! თქვენთვის ასევე საინტერეს იქნება: შეიძლება კერვა არ იცით, მაგრამ ამ მოდურ სამოსს, უპრობლემოდ შეკერავთ (8 მოდელი) შოკისმომგვრელი საზაფხულო სტილი, რომელიც ვარსკვლავად გაქცევთ! მოდა 2017. ზაფხული: ფერები, ძირითადი მიმართულებები და ჯინსის ახალი მოდელები 15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის 5152 8-ს მოსწონს
|