x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
უაზროდ გაღებული მსხვერპლი

image


იგავი ჩვენს მზაობაზე, საკუთარი სურვილით, საკუთარი ცხოვრების გაფუჭების შესახებ.

image– აქ არის რიგი მსხვერპლშეწირვაზე?
– აქ არის, აქ! ჩემს შემდეგ იქნებით. მე 852-ე ვარ, თქვენ – 853-ე.
– ეჰ… ჩემამდე რიგი როდის მოვა?
– ნუ ნერვიულობთ, რიგი მალე გადის. თქვენ რის გამო გინდათ მსხვერპლის გაღება?
– მე – სიყვარულისთვის. თქვენ?
– მე კი – შვილებისთვის. შვილები – ჩემთვის ყველაფერია!
– თქვენ შესაწირად რა მოიტანეთ?
– ჩემი პირადი ცხოვრება. ოღონდ შვილები მყავდეს ჯანმრთელები და ბედნიერები და მე მეტი არაფერი მინდა. ყველაფერს, ყველაფერს გავიღებ მათთვის. ერთმა შესანიშნავმა ადამიანმა მთხოვა ცოლობა – უარი ვუთხარი. მათთვის მამინაცვალი როგორ მიმეყვანა? საყვარელი სამუშაოც მივატოვე, რადგან სახლიდან შორს იყო და გზაში დრო მეკარგებოდა. საბავშვო ბაღში მოვეწყე ძიძად, რომ ბავშვები სულ თან მყოლოდა – მოვლილები, გამოკვებილები... ყველაფერი, ყველაფერი ბავშვებს! ჩემთვის – არაფერი.
– თქვენი კარგად მესმის. მე კი ურთიერთობის შესაწირად მოვედი… როგორ გითხრათ, ქმართან უკვე რა ხანია საერთო არაფერი მაქვს… მას უკვე სხვა ქალიც კი ჰყავს. მეც, თითქოს გამომიჩნდა თაყვანისმცემელი, მაგრამ… აი, ჩემი ქმარი რომ წავიდეს პირველი! მაგრამ, მასთან არ მიდის! ამბობს, რომ ძალიან შემეჩვია… მეცოდება, არ ვაგდებ! ასე ვცხოვრობთ…
იღება კარები და ისმის ხმა: «№ 852, შემოდით!».
– აბა, წავედი. ისე ვღელავ!!! მსხვერპლი რომ არ მიიღონ?
№ 853 შესასვლელად მოემზადა და კაბინეტის კარს მიაშტერდა.
დრო ნელა გადიოდა. და აი, კაბინრტიდან № 852 გამოვიდა.
– რა? რა გითხრეს? მსხვერპლი მიიღეს?
– არა… აღმოჩნდა, რომ გამოსაცდელი ვადაც არის. მითხრეს, კიდევ დაფიქრდიო.
– ეგ როგორ? ახლავე რატომ არ შეიძლება?
– ოჰ, ჩემო კარგო, მათ მკითხეს: «თქვენ კარგად მოიფიქრეთ? ეს ხომ სამუდამოდ იქნება!». მე კი, მათ: «მნიშვნელობა არა აქვს! ბავშვები გაიზრდებიან, შეაფასებენ, თუ რა მსხვერპლი გაიღო დედამ მთთვის». მათ კი, მითხრეს: «დაბრძანდით და ეკრანს შეხედეთ». იქ კი რაღაც უცნაური ფილმი იყო... ჩემს შესახებ. თითქოს ბავშვები უკვე გაიზარდნენ. ქალიშვილი ცხრა მთას იქით გათხოვდა, ხოლო ვაჟი თვეში ერთხელ მირეკავს, თითქოს იძულებით, მოვალეობის მოხდის მიზნით. რძალი ისე მელაპარაკება, ყოველ სიტყვას კბილებში ცრის… მე მას: «რას აკეთებ შვილო, ასე რატომ მექცევი?». ის კი, მე: «ნუ ერევი, დედა, ჩვენს ცხოვრებაში ნუ ერევი. შენ რა, სხვა საქმე არა გაქვს?». მაგრამ, რა უნდა ვაკეთო, მე ხომ მათ გარდა სხვა საქმე არ მქონია??? ანუ, რა ხდება, შვილები ჩემს მიერ გაღებულ მსხვერპლს ვერ დააფასებენ? ტყუილად ხომ არ ვიტანჯებოდი ამ ხნის მანძილზე?
კაბინეტის ღია კარიდან ხმა გაისმა: «შემდეგი! № 853!».
– უი, ახლა მე… ღმერთო, სულ დავიბენი… ეს რა ხდება??? ეჰ, როგორც არის!
– მობრძანდით, დაბრძანდით. შესაწირად რა მოიტანეთ?
– ურთიერთობა…
– გასაგებია… აბა, მაჩვენეთ.
– აი, ნახეთ… სულ ახალია... ნახევარი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი.
– რის გამო წირავთ?
– ოჯახის შენარჩუნება მინდა…
– თქვენი ოჯახის? შენარჩუნების აუცილებლობა არსებობს?
– დიახ! მართალია, ქმარს საყვარელი ჰყავს და დროდადრო მასთან მიდის, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება. ტირის და შერიგებას მთხოვს.
– საკუთარ თავზე რას იტყვით?
– აბა, რა ვიცი? ჩემს ცხოვრებაშიც გაჩნდა მამაკაცი... თითქოს ურთიერთობაც აგვეწყო.
– ე. ი. ეს ურთიერთობა გინდათ მსხვერპლად გაიღოთ?
– დიახ… რომ ოჯახი შევინარჩუნო.
– ვისი? თავადვე არ თქვით, რომ ქმარს სხვა ქალი ჰყავს, თქვენ – სხვა კაცი. და სად არის აქ ოჯახი?
– მაგრამ, იურიდიულად – ჩვენ ქორწინებაში ვიმყოფებით! ე. ი. – ოჯახია.
– ანუ, თქვენ ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ?
– არა! არა! ეს როგორ უნდა მაკმაყოფილებდეს? მე ხშირად ვტირი, განვიცდი!
– მაგრამ, ახალი ურთიერთობა?
– როგორ გითხრათ, ეს ურთიერთოა არც ისე ღრმა არის. ისე, რა, დროს ვატარებთ… მოკლედ, არ მენანება!
– თუ ასეა, კარგი, – მოგვეცით თქვენი მსხვერპლი.
– ასე უცებ? მე კი მითხრეს, რომ აქ ფილმს აჩვენებენ... მომავალზე! მე რატომ არ მაჩვენეთ?
– აქ ფილმი სხვადასხვა შინაარსის არის. ზოგს მომავალს აჩვენებენ, ზოგს წარსულს… ჩვენ თქვენ აწმყოს გაჩვენებთ. ვრთავთ, უყურეთ.
– ნახეთ, ნახეთ! ეს ხომ მე ვარ! ღმერთო ჩემო, მე ასე გამოვიყურები??? ტყუილია! მე თავს ვუვლი.
– მართალი ბრძანდებით, ეს თქვენი სული პროექცირდება თქვენს გარეგნობაზე.
– რაა, აი ასე??? ჩამოყრილი მხრები, ტუჩები ერთ ხაზზე, ჩამქრალი თვალები, თმა უწესრიგოდ ჩამოშლილი…
– სწორედ ასე გამოიყურებიან ადამიანები, როდესაც სული ტირის…
– ეს პატარა ვინ არის? რა საყვარელია… უყურეთ, როგორ მეკვრება!
– ვერ იცანით არა? ეს, ხომ თქვენი ქმარია. სულის პროექციაში.
– ქმარი? რა სისულელეა! ის ხომ ზრდასრული მამაკაცია!
– სულში – ბავშვია.
– ცხოვრებაშიც ასეა! წავა-წამოვა და ისევ ჩემთან ბრუნდება!
– ე. ი. თქვენ კი არ ილტვით მისკენ, არამედ – ის თქვენკენ?
– აბა რა გითხრათ, მე ბავშვობიდან ერთი რამ შევისისლხორცე – ქალი ძლიერი, ბრძენი და გაბედული უნდა იყოს. ის ოჯახსაც უნდა უვლიდეს და ქმარსაც აძლევდეს მიმართულებას!
– თქვენს ოჯახში, ასეც არის: ეჩხუბებით, გეცოდებათ, ყველაფერს პატიობთ... მაგრამ, თქვენ რა გინდათ?
– ძალიან საინტერესოა! მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მე ის მაინც მიყვარს!
– კარგი, როგორც არის... დავასრულოთ ფილმი და ჩვენი შეხვედრა. რა გადაწყვიტეთ? გაიღებთ მსხვერპლად ახალ ურთიერთობას და სიყვარულს?
– მომავალი? მომავალი რატომ არ მაჩვენეთ?
– ის თქვენ არა გაქვთ. ასეთ განწყობაზე თუ იქნებით – თქვენი ქმარი მაინც გაიქცევა, სხვა ქალთან თუ არა, უბრალოდ წავა. ის აუცილებლად იპოვის თქვენი მეურვეობისგან თავის დაღწევის გზას. მასაც ხომ უნდა რომ გაიზარდოს…
– მაშინ რა გავაკეთო??? რატომ უნდა გავიღო მსხვერპლი???
– თქვენ უკეთ იცით. იქნებ თქვენი დღევანდელი პოზიცია მოგწონთ – თქვენ ხომ ოჯახის უფროსი და ქმრის მეურვე ხართ.
– არა! არ მომწონს! მინდა რომ ქმარს ვუყვარდე!
– უყვარხართ კიდეც... აბა მზად ხართ, რომ მსხვერპლი გაიღოთ?
– არა… მზად არ ვარ. უნდა დავფიქრდე.
– რა თქმა უნდა. ჩვენ მოსაფიქრებლად დროს ვიძლევით.
– რჩევას არ იძლევით?
– რჩევას სიამოვნებით მოგცემთ.
– მითხარით, თუ შეიძლება... რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ქმარი… როგორ ვთქვა... რომ გაიზარდოს?
– ალბათ, მზრუნველი ცოლის იმიჯი უნდა დაივიწყოთ და საინტერესო, იდუმალი, სასურველი ქალი გახდეთ. ქალი უნდა იყოთ, რომელსაც სერენადებს უმღერიან და ყვავილებს ჩუქნიან და არა ისეთი, ვის მხარსაც თავს მიადებენ და აქვითინდებიან.
– მართლა? ეს მიშველის?
– ჩვეულებრივ, შველის ხოლმე. მაგრამ, მეორეს მხრივ, თქვენი ახალი ურთიერთობა ძალიან კარგია. იცით, თქვენს ადგილზე, ყოფნას რამდენი ადამიანი ნატრობს? ასე, რომ იფიქრეთ. თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩვენ აქა ვართ!
– მოვიფიქრებ…
№ 853 დაბნეული გამოვიდა კაბინეტიდა.
აღელვებული, № 854 შედის კაბინეტში.
– მზად ხართ, საკუთარი ინტერესი შესწიროთ...
კარი დაიხურა… დერეფანში ადამიანები მიდი-მოდიოდნენ, რომლებსაც გულში ჩახუტებული ჰქონდათ სურვილები, ნიჭი, კარიერა, შესაძლებლობები... ყველაფერი ის, რისი მსხვერპლად გაღებაც შეეძლოთ, თავდადებით, ყოველგვარი ანგარების გარეშე…

2
458
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
458
  
2017, 20 ივლისი, 23:45
ოჯახურ ურთიერთობებში (ქმართან მიმართებაში) ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თუმცა როდესაც შვილებს ეხებათ საქმე, იქ მსხვერპლშეწირვა დაუფიქრებლად ხდება დედის მხრიდან.
2017, 20 ივლისი, 11:41
ე.ი. მართალი ყოფილა ანდაზა ,,ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო,,)
0 1 2