x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩას ნარმანიას სახელი მიენიჭა
image


ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს:


ქუჩების გადარქმევა: ამას წინათ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო მისამართი - ზუგდიდი, ნარმანიას ქუჩა 10, ყოფილი გამსახურდიას ქუჩა.
სახელისუფლებო კულისებში მოკალათებული ღვარძლიანი ქონდრისკაცების ხვაშიადი გასაგებია: გამსახურდია უნდა დააკნინონ, როგორც ეს უკვე მოხდა და დღესაც ხდება "პეკინის" ქუჩის შემთხვევაში. აბა ხომ უნდა აამონ ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ.


მისი სახელობის პატარა ქუჩა მხოლოდ ფონიჭალაშია, სადღაც ძალიან შორს. მაგრამ ვინ ნარმანიას ქუჩაა ეს? ვინ იყო ასეთი? რა დამსახურება აქვს ერის, კულტურის და სახელმწიფოს წინაშე? შედარებით ცნობილი დავით ნარმანიაა, მაგრამ ცოცხალი და ჯერაც თანამდებობაზე მყოფი თბილისის მერის ქუჩა ხომ არ იქნება ეს.



თბილისშიც საკმაოდაა სრულიად უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩები: ტოროშელიძის, მარუაშვილის, ბეთაშვილის, ზახაროვის, ბურძგლას, ყარყარაშვილის, ვეშაპურის, ბურკიაშვილის და სხვების ქუჩები. ესეც კიდევ ერთი დეტალი იმ ბუკეტში, რომლის შემხედვარესაც აღმოგხდება: აი, მამული!
image

3
479
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
479
  
2017, 5 ივლისი, 2:41
კიდევ კარგი...
2017, 5 ივლისი, 1:43
ნუ დაიშოკებით, კონსტანტინეს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და მან როგორც ჩვევია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე "დააბრეხვა" ე სსისულელე...
2017, 5 ივლისი, 0:09
შოკში ვარ!
0 1 3