კინო გარდაიცვალა "სენიორ რობინზონი"-ლეგენდარული იტალიელი მსახიობი პაოლო ვილაჯო 2017, 4 ივლისი, 9:26 იტალიის დედაქალაქ რომში 84 წლის ასაკში გარდაცვალა ლეგენდარული იტალიელი კომიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი პაოლო ვილაჯო, პირველ რიგში ცნობილი ფილმებით უგო ფანტოცის შესახებ. პაოლო ვილაჯო დაიბადა გენუაში 1932 წლის 30(ან 31) დეკემბერს, ბავშვობის წლები მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა, რომელიც უკიდურეს სიღატაკეში გაატარა. სამსახიობო კარიერა ვილაჯომ კაბარეთი და ტელევიზიით დაიწყო, შემდეგ იყო მონაწილეობა მხატვრულ ფილმებში:"ბრანკელეონე ჯვაროსნულ ლაშქრობაში"(1970) და "რა შუაში ვართ ჩვენ, როდესაც ირგვლივ რევოლუციაა?"(1972), მაგრამ ნამდვილი მსოფლიო აღიარება მსახიობს მოუტანა ფილმმა ბუღალტერზე "ფანტოცი"(1975), სწორედ ამ ფილმების სერიებზე ასოცირდებოდა მისი სახე. შემდეგ იყო ყველასთვის საყვარელი კინოკომედია "სენიორ რობინზონი"(1976) და სხვა მრავალი ფილმი.მთლიანად მსახიობმა 70 -ზე მეტ ფილმში ითამაშა, ამათგან ნახევარზე მეტი მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ როლში. 695 4-ს მოსწონს 1-ს არა
|