x
image
გვანცა1234
თუ გიყვართ ატამი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!

image
მოვიდა ზაფხული და დახლები აჭრელდა სეზონური ხილის ნაირსახეობებით. სხვა წვნიან, ტკბილ და სასაგებლო ხილთან ერთად, ატამი საპატიო ადგილს იკავებს ბაზრებსა თუ მაღაზიებში. ატამი ხეხილოვანი მცენარეა, რომელიც ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ამ ხილის სამშობლო კი დიადი ჩინეთია. ეს ხილი ხელმისაწვდომია მაისიდან ოქტომბრამდე. ატამი შეიძლება მივირთვათ სხვადასხვა გზით. ის შეიძლება დაემატოს სალათებს ან მომზადდეს კოქტეილები, ასევე ატმისგან ამზადებენ სხვადასხვა დესერტებს, ჯემებს, მურაბებს, ჟელეებს და სხვა რეცეპტებს.image

ატამი უფრო მეტია, ვიდრე მისი საოცარი გემო. ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებით დატვირთული ეს ხილი, უამრავ ჯანმრთელობის სარგებელს მოგიტანთ.
1. კარდიოვასკულური სარგებელი:
იმის გამო, რომ ატამი მდიდარია რკინითა და ვიტამინით K, ის ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ვიტამინი K ხელს უშლის სისხლის შედედებას, რითაც უზრუნველყოფს სხვადასხვა გულის დაავადებისგან დაცვას. რკინა საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებისათვის. უნარჩუნებს თქვენს სისხლს ჯანმრთელობას და ხელს უშლის ანემიას, რომელიც გამოწვეულია რკინის დეფიციტის გამო. ლიკოპენის და ლუტეინის შემცველობის გამო ატამი ასევე ამცირებს გულის შეტევის რისკს. ის ასევე შეიცავს კალიუმს, ელექტროლიტს, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას და ინარჩუნებს სითხის ბალანსს, რითაც აკონტროლებს გულისცემის მაჩვენებელს და უზრუნველყოფს ინსულტის თავიდან არიდებას.


2. კიბოს საწინააღმდეგო:
ატამი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ქლოროგენური მჟავით, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად მის კანსა და ქერქში. ცნობილია, რომ ამ ნივთიერებას გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ისინი ასევე არიან A ვიტამინის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვისა და პირის ღრუს დაცვას კიბოსგან.image3. თვალის ჯანმრთელობა:

ატამი არის ბეტა კაროტინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. ვიტამინი A მნიშვნელოვანია ბადურის ჯანმრთელობისთვის და მისი დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას. ამდენად, ატამი არის კარგი გზა ბეტა კაროტინის დონის შესანარჩუნებლად. იგი ასევე ხელს უშლის ღამის სიბრმავეს და ასაკთან დაკავშირებულ მაკულარულ დეგენერაციას.image4. ასუფთავებს თქვენს სისტემას:
ატმის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინების და შლაკების გამოდევნას. კალიუმის და ბოჭკოს მაღალი შემცველობა ამცირებს კუჭის წყლულების, ანთების და თირკმლის დაავადებების რისკს. ატამი ასევე სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის, როგორიცაა გასტრიტი და კოლიტი. ჩინეთში, ატმის ჩაი გამოიყენება როგორც ბუნებრივი წამალი თირკმლის წმენდისა და დეტოქსიკაციისათვის. ატამი ხელს უწყობს ჭიების გაჩენას კუჭში.image5. სტრესის შემსუბუქება:
უნგრეთში, ატამი არის მოხსენიებული, როგორც "სიმშვიდის ხილი", მისი უნარის გამო შეამციროს სტრესი და შფოთვა. ის ხელს უწყობს სიმშვიდის აღდგენას და მისი ყვავილები განსაკუთრებით სასარგებლოა ნერვული სიმპტომების სამკურნალოდ.image6. სტომატოლოგიური ჯანმრთელობა:
ატამი ასევე შეიცავს ფტორს და კალციუმის მცირე რაოდენობას, ძვლებსა და კბილებში არსებულ ნაერთებს. მინერალები, როგორიცაა რკინა და ფლუორდინი, თავიდან აგვაცილებს პირის ღრუს დაავადებებსა და სხვა სტომატოლოგიურ პრობლემებს. ამიტომ ატმის მოხმარება ხელს უწყობს ძვლის დაავადებების განკურნებას და სხვადასხვა სტომატოლოგიურ პრობლემებს.image7. წონაში კლება:
ატამი დაბალკალორიულია და თავისუფალია ცხიმისგან, რაც წონის დაკარგვისთვის იდეალურია. უფრო მეტიც, ის შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელიც არ ზრდის სისხლში შაქარის ან ინსულინის დონეს. ასე რომ, ამ ხილით კვებას შეუძლია ხელი შეუწყოს ზედმეტი წონის დაკარგვას.imageატამის სასარგებლო თვისებები კანისთვის:imageატამი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კანის მოვლის საშუალება, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი კანის მკვებავი ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით. ისინი გვაძლევენ კანზე შემდეგ სარგებელს.
8. აშორებს მკვდარ უჯრედებს:
ატამი შეიცავს ძალიან მაღალ დონეს ვიტამინებისა, რომელიც საუკეთესოა თქვენი კანისთვის. დაჭყლიტეთ ატმის ნაჭერი და დაიდეთ სახეზე როგორც ნიღაბი, ის მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს და გამოკვებავს კანს.image9. დაბერების საწინააღმდეგო უპირატესობები:
ატამში არსებული ვიტამინი C საკმაოდ ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს და ამცირებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებს, მუქ წრეებს და დაზიანებებს. ატამი ხშირად გამოიყენება როგორც დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტი სახის ნიღბებში. ის იცავს და აახალგაზრდავებს მოშვებულ კანს.image10. შესანიშნავი დამატენიანებელი:

ატამი არის მშრალი კანისთვის შესანიშნავი. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ატმის ლბილობი და იოგურტის ნარევი შემდგომ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ. ეს არა მხოლოდ დაატენიანებს თქვენს კანს, არამედ მას რბილ და ელასტიურ შესახედაობას მისცემს.image

2
33339
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
33339
  
2019, 25 აგვისტო, 17:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზვიად ქართველიშვილი-ის კომენტარზე
მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო ,რომ ყველამ გაითვალისწინოს, სტატია ბოლომდე არ წავიკითხე რადგან დასაწყისშივე სერიოზული შეცდომა აღმოვაჩინე , კერძოდ ავტორი აღნიშნავს რომ ატამი მდიდარია K ვიტამინით და რომ K ვიტამინი ხელს უშლის სისხლის შედედებას , ეს მცდარი აზრია რადგან პირიქით გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებმა კატეგორიულად უნდა ერიდონ K ვიტამინის მიღებას , ეს ვიტამინი პირიქით ხელს უწყობს, სისხლის შედედებას და შესაბამისად თრომბების წარმოქმნას , ინსულტს და ინფაქტს .
0 1 2