ენით აღუწერელ ...
ენით აღუწერელ სითბოს აფრქვევს შენი იერი,
ყველა კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი,
ზოგი მათგანი სევდიანი გიცქერს დუმილით,
ზოგი მათგანი იტანჯება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველა გონებას
შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება,
შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება.