XX საუკუნეში
განვითარებულ ხელოვნების ყველა მიმდინარეობასა და ფორმან შორის აბსტრაქტული ხელოვნება
ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, რომელიც არ ასახავს
ადვილად შესაცნობ ვიზუალურ სამყაროს, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ აბსტრაქტული ხელოვნების
ნამუშევრად. აქედან გამომდინარე, აბსტრაქციაში სხეულის სიშიშვლეს ფაქტობრივად ვერ ვხვდებით.
აბსტრაქციონიზმის შემთხვევაში სიშიშვლის ელემენტებს ვხვდებით მხოლოდ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის
ნიმუშების შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად, უილიამ დე კუნინგის „ქალი“, ამ ნამუშევარში
კუნინგის მერყეობს ფიგურატიულსა და აბსტრაქტულ გამოსახულებებს შორის მოწმობს, ის რომ
ტილოზე ერთი მეორისაგან მკვეთრად გამიჯნული არ იყო. მკაფიო ფერებითა და ფუნჯის მძლავრი
მონასმებით შექმნილი დიდი ზომის კომპოზიცია.ეს
ნაწარმოები, ერთის მხრივ, შემზარავ მხატვრულ შთაბეჭდილებას ქმნის, როდესაც გვიჩვენებს მამაკაცის მუდმივ გაორებულ დამოკიდებულებას
ქალის მიმართ. ამავდროულად, შიშთან ერთად მოწიწების
გრძნობაც გვეუფლება, რისი ასახვაც ხდება სწორედ ქალის მოშიშვლებული მკერდისა და სახის
უცნაური გამომეტყველების საშუალებით.