x
image
მადამ ფისუნია
თენგიზ მირზაშვილი, „ჩუბჩიკა“

imageროგორც ჩვენთვის ცნობილია, 1960-იანი წლები საბჭოთა
კავშირში პოსტსტალინური ლიბერალიზაციის და ე.წ. „დათბობის“ პერიოდი იყო. ხელოვნების
ნიმუშები ის არქეტიპებბია, რომლებშიც კარგად აისახა იმ დროინდელი ახალგაზრდობის სულიერი
მდგომარეობა. ცენზურის შერბილებამ და დასავლეთისაკენ ოდნავ შეხსნილმა კარიბჭემ მათში
მისწრაფებები გააღვიძა და უფლება მიეცათ უფრო ბუნებრივები ყოფილიყვნენ. რადგან უფლება
მიეცათ კარს მიღმა გახედვის, იქიდან შემოჭრილ ინფორმაციებს დაეწაფნენ. ისინი შეეცადნენ
გათავისუფლებულიყვნენ სიცრუისაგან და თავი დაეღწიათ პროვინციალიზმისგან. დაბადეს შინაარსი
და თემა, ჩამოაყალიბეს ფორმა...
ამ წლებში, ყველაზე სათუთი და შეურყვნელი თემების ძიებამ
ახალგაზრდები ფიროსმანთან მიიყვანა. ტოტალური ტყუილისაგან გათავისუფლების სურვილი,
მაგრამ ნახევრად მიცემული თავისუფლება თუ უფლება, ნამდვილი თემების მაძიებლებს მითებისა
და ალეგორიების სამყაროში გაუძღვა, სამყაროში, რომელიც მშობლიურ თემებს ეფუძნებოდა,
ხერხები კი რომლებიც დასავლეთიდან აღწევდა, სიმართლის მაძიებელთ და დამფუძნებელთ ამ
თემების გათანამედროვეობასა და გაალეგორიულობაში ეხმარებოდა. ხელოვნების ენა უფრო ადამიანურიც
გახდა და სახელოვნებოც. ცრუ რეალიზმის დაგმობის პერიოდში სიმართლე და გულწრფელობა ყველაზე
მეტად დაფასდა. დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ თენგიზ მირზაშვილს ამ ყველაფრისთვის არც
შემდგომ უღალატია, მიგნებული არ გაუცვითავს და არ დაუცლია გრძნობებისაგან.
თენგიზ მირზაშვილის სახელოვნებო ენა უკიდურესად სადაა
და ლაკონიური და ამასთან შინაგანი სიღრმის მატარებელი. ის, რაც მას სააშკარაოზე გამოაქვს,
შინაგანი პლასტებით მდიდარია, მხატვრულ ფორმაში ასახული ამბებით და ისტორიებით დახუნძლული.
მირზაშვილის მიერ გამოსახული ადამიანების გარინდებაში, თუნდაც ისინი ორიოდე მონასმით
იყვნენ გამოსახული, დროისა და სივრცის უკიდეგანობა და მარადიულობა შეიგრძნობა. მის
ნამუშევრებში ისეთი სიმარტივე და სიმსუბუქეა, რომ ერთი არასწორი მოქმედება, ერთი მონასმიც
კი გაარღვევს საუცხოო ჰარმონიას. მისი ნამუშევრები ალბათ მუსიკალური ჰარმონიაა, რომელსაც
თუნდაც ერთი ზედმეტი ნოტი უბრალო ხმაურად გარდაქმნიდა.
ეს არის ურთულესი სიმარტივე! თენგიზ მირზაშვილი ფერადოვანი აქცენტების დასმის დიდოსტატია,
ეს ფერწერა ისევე რჩება მაყურებლის თვალსა და გონებაში, როგორც სიცივის საოცარი შეგრძნება. მონასმის სიფაქიზე და გამჭვირვალობა და მათთან შერწყმული
მონუმენტურობაც, თენგიზ მირზაშვილმა ალბათ ქართული ფრესკიდან „ისწავლა“, რომელთანაც
ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება, რადგან დედამის სწორედ ფრესკების რესტავრაციით იყო დაკავებული. ასევე, ქართული ფრესკისათვის დამახასიათებელი ადამიანურობაც
და ინტიმურობაც.
გარდა იმისა, რომ თენგიზ მირზაშვილის მხატვრობა ნოვატორული
იყო ლოკალურად მისი ქვეყნისთვის, ის ხელოვნების განვითარების საერთო ტენდენციასაც პასუხობდა,
რადგან, ზოგადად, 1960-იანი წლები მინიმალიზმის ხანა იყო. როდესაც რეალურად აღქმა
ობიექტზეა დამყარებული, მინიმალისტური ნაწარმოები აბსტრაქციისაკენ იხრება, რადგან ობიექტი
ყველაზე არსებითის ამოკითხვისაკენ და ასახვისაკენ არის მიმართული.
ჩვენთვის საინტერესო, სიშიშვლის თემატიკასთან დაკავშირებული
ნამუშევრებიც არაერთი გვხვდება მის შემოქმედებაში. ერთ-ერთი მეტად საინტერესო და არაჩვეულებრივი
ფერწერული ხასიათის ნამუშევარი გახლავთ „ქალი ქუდით“, სურათზე გამოსახულია შიშველი
გოგონა, რომელსაც ხელები მკერდზე გადაუჭდობია. ქალის სახის ნაწილს ფარავს შლაპა, მეორე
ნაწილი კი თითქოს ბუნდოვანია. სურათი შესრულებულია სწრაფი მონასმებით და მასში მრავალი
ფერი მონაწილეობს. გოგონას სხეული ძალიან გლუვი და მშვენიერია, მიუხედავად სხეულის
სიშიშვლისა, ჩვენ სურათზე ვერ ვგრძნობთ გარყვნილების ელემენტებს, პირიქით, იგი ძალიან
სუფთა, მსუბუქია და მშვენიერების სიმბოლოდ გვევლინება.,
არანაკლებ საინტერესოა მხატვრის უსახელო ნამუშევარი,
სადაც ორი, წელსზემოთ შიშველი ქალია გამოსახული, ორი ქალიდან ერთ-ერთს, მარჯვენას მხარზე
შავი ჩიტი უზის, რომელიც სავარავუდოდ ყვავი უნდა იყოს. როგორც ვიცით, ყვავი შურისა
და ავი თვალის სიმბოლოდ გვევლინება ხოლმე ხელოვნებაში, ამ შემთხვევაში, როდესაც იგი
ქალის მხარზე არხეინად ჩამოსკუპებულა და სახეში მისჩერებია ქალს, ვერ ვიტყვით, რომ
მას რაიმე ავი განზრახვა აქვს, პირიქით ის ჰარმონიაშია ქალის მშვენიერებასთან, დატყვევდა
მისი შიშველი, გლუვი მტერდით და არ სურს ავის ქმნა მისთვის. მართალია, სურათი ლაპიდარულია,
სახვითი საშუალებები მინიმუმამდე დაყვანილი, მაგრამ ფერწერული ხაზი მაინც არ იკარგება,
რაც პასტელის სიცოცხლით სავსე ფერების დამსახურება
უნდა იყოს.
თენგიზ მირზაშვილის კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარია
ასევე პასტელში შესრულებული და ისიც უსახელო ნამუშევარი, სადაც წიელი ყვავილების მწვანე
ქოთანთან მდგარ, ასევე წელს ზემოთ შიშველ ქალს ვხვდებით, რომელიც ერთი ხელით სასირცხვო
არის დაფარვას ცდილობს, ხოლო მეორე ხელი ზურგს უკან წაუღია. მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი
მინიმალიზმისა ამ სურათში გამოსახულ შიშველ ქალბატონს ძალიან მეტყველი მზერა აქვს,
თითქოს იგი ამ მზერით ცდილობს მაყურებლის სულში ჩახედვას.
imageimage






0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0