x
image
მადამ ფისუნია
ელენე ახვლედიანი სხვა რაკურსით

imageრაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველასათვის კარგად ცნობილი,
პეიზაჟისტი, ქალი მხატვარი, ელენე ახვლედიანი (რომელიც მთელ თავის სინაზეს თბილისურ
პეიზაჟებში აქსოვდა), ასევე დაინტერესდა სიშიშვლის თემატიკით და პარიზში ყოფნის ჟამს
შექმნა „ნიუების“ სერია. მხატვრის მოღვაწეობის ხანაში, ჩვენს ქვეყანაში მკვიდრდებოდა
სტერეოტიპული დამოკიდებულება ჰეროიკული გმირებისა და ისტორიული ფაქტებისადმი. რა საკვირველია,
ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, ხელოვნებაშიც იქმნებოდა შესაბამისი სტერეოტიპები. საბჭოთა იდეოლოგიისთვის
მეტად მისაღები იყო მხატვრის საყვარელი თბილისური პეიზაჟები, ამიტომაც მისი შექმნილი
პარიზული „ნიუების“ სერია თითქმის შეუსწავლელი დარჩა. თუ გადავხედავთ ელენე ახვლედიანისეულ
შიშველ სხეულებს დავრწმუნდებით, რომ ეს სრულიადაც არ არის „ხელის გასაწაფი“ ნამუშევრები,
პირიქით, მასში იგრძნობა ქალური ესთეტიკა და მხატვრის ხედვა საკითხისადმი. მის ნამუშევრებში
მოდელები ძირითადად არ იცვლებიან, მაგრამ შეცვლილია მათი მოძრაობა და პოზა. მრავალრიცხოვანი „შტუდიური“ ჩანახატები კარგად წარმოაჩენს
მხატვრის ევოლუციას. ნამუშევრების უმეტესობა სხარტად, თავისუფალი მონასმით არის შესრულებული.
ამ ნამუშევრებში კარგად ჩანს მხატვრის სენსიტიური დამოკიდებულება გრაფიკისადმი, თუ
როგორ თავისუფლად და ოსტატურად ფლობს იგი ხაზს, სილუეტს ერთი მონასმით შემოწერს, ძირითადი
მოცულობითი ფორმები კი შუქ-ჩრდილის საშუალებით „ამოჰყავს“. ზოგ შემთხვევაში მხატვარი
ექსპერიმენტებსაც მიმართავს ნატურას კუბისტურ მანერაში გამოსახავს.„ნიუების“ გამოსახულებებში, მხატვარი თამამი, რთული
რაკურსით წარმოგვიდგენს ნატურას, ისე რომ არ სცდება ესთეტიკურობისა და ჰარმონიის ფარგლებს.
ამ ნამუშევრებში კარგად არის წარმოჩენილი მხატვრის ქალური შინაგანი სამყარო და ჰარმონია
პროფესიონალიზმთან შეთავსებული.ვერ
ვიტყვით, რომ მხატვრის ამ ხაზით ნაკლებად განვითარება მხოლოდ ქვეყანაში განვითარებული
იმ დროინდელი მოვლენების ბრალია, თუმცა ფაქტია რომ დროების წვლილი დიდია...

imageimageimageimage





















0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0