სიახლეები ერთადერთი ტატუ, რომლის ტარებაც აუცილებელია - ეს ბევრის ცხოვრებას შეცვლის! 2017, 30 ივნისი, 12:54
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology) მეცნიერები მუშაობენ უნიკალურ გამოგონებაზე, რომელიც თვისობრივად შეცვლის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას.
მაიკლ სტრანომ და პაულ ბეროუნმა გამოიგონეს უჩვეულო მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს ყოველდღიური სისხლის ანალიზის ჩატარებას. აღნიშნული მოწყობილობით მიღებული მონაცემების სიზუსტე ძალიან მაღალი იქნება, რადგან მისი წარმოების ტექნოლოგია რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც ამ მიზნით დღემდე შექმნილა. დღევანდლამდე მსგავსი სახის ხელსაწყოები მუშაობს შემდეგი პრინციპით: კანქვეშ თავსდება ელექტროდი, რომელიც რეაგირებს რგანიზმში გლუკოზის ჟანგვის რეაქციის გვერდითი პროდუქტების კონცენტრაციაზე. სამწუხაროდ, მსგავსი მოწყობილობების ტარება არ არის რეკომენდებული ზედიზედ 7 დღეზე მეტ ხანს. სტრანოსა და ბეროუნის მიერ შემუშავებული მოწყობილობა წარმოადგენს პოლიმერული გარსის მქონე ნახშირბადის ნანომილაკებს. აღნიშნული გარსი მგრძნობიარეა გლუკოზის კონცენტრაციის მიმართ. გლუკოზასთან კონტაქტისას მილაკები იწყებს ფლუორესცირებას. ფლუორესცენციის ინტენსივობა აჩვენებს ადამიანის სისხლში გლუკოზის დონეს. იგეგმება ასევე ნანონაწილაკების შემცველი მელნის შექმნა. მელანს შეიყვანენ კანქვეშ ტატუირების ნემსის საშუალებით. ტატუირება დროებითი იქნება. მსგავსი ინდიკატორის მოქმედების ვადა, სავარაუდოდ 6 თვე იქნება. შემდეგ კი საჭირო იქნება პროცედურის გამეორება, რადგან მელანი დაკარგავს თავის თვისებებს. ფლუორესცენციაზე რეაგირებადი მცირე ზომის ინფრაწითელი მონიტორი გაშიფრავს "ტატუს" მიერ ნაკარნახებ მონაცემებს და შეგვატყობინებს თუ საჭირო იქნება რაიმე სახის ღონისძიებების მიღება. ჯერ-ჯერობით ეს ტექნოლოგია შემუშავების პროცესშია. უკვე ტესტირებები ჩატარა ცხოველების კანის ფრაგმენტებზე და შედეგები საკმაოდ იმედისმომცემია. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ზოლები და ლაქები - გაითვალისწინეთ! 2. ქალი დღეში 3 ფინჯან ყავას სვამდა და წარმოუდგენელი რამ დაემართა! - ეს ბევრს გამოადგება 3. როდის იქცევა ჩვეულებრივი ხალი მომაკვდინებელ სიმსივნედ - დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები, ამით 4. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა! 5. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! და ბევრი სხვა საინტერესო სიახლე იხილეთ ბმულზე 365 6-ს მოსწონს 1-ს არა
|