სხვა პოლიციამ სტამბულში გეი-აღლუმი დაშალა 2017, 28 ივნისი, 9:11 გასულ უქმე დღეებში სტამბულის პოლიციამ სასტიკად დაარბია ლგბტ გაერთიანება, რომელმაც გადაწყვიტა გეი-აღლუმი ჩაეტარებინა ქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად.
სტამბულის პოლიციამ დაშალა ყოველწლიური "სიამაყის აღლუმის" მონაწილეები. მათ სასამსახურო ძაღლები მიუსიეს, აგრეთვე პლასტიკური ტყვიები დაუშინეს და ცრემლსადენი კვამლი გამოიყენეს.
თავიდან აღლუმის მონაწილეები აპირებდნენ ტაქსიმის მოედანზე შეკრებას, თუმცა პოლიციამ კორდონი გააკეთა და არ მისცა მონაწილეებს იქ შეკრების უფლება, -მიზეზად ქალაქის ზეიმის გამართის სამზადისი დაასახელეს. შემდეგ მონაწილეები კოლონად დაეწყვნენ და შეეცადნენ ისტიკლიალის -სტამბულის ერთ–ერთ მთავარ ქუჩაზე გასვლას. პოლიციელებმა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ ჯგუფებად არ შეკრებილყვნენ, გაევლოთ და ქუჩაზე მოძრაობა არ შეეფერხებინათ, ამის შემდეგ გეი-აღლუმის მონაწილეებმა მიზ სოკაკის ქუჩაზე გადაინაცვლეს. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა პლასტიკური ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს, აგრეთვე მონაწილეებს სასამსახურო ძაღლები მიუქსიეს.დააკავეს 23 ადამიანი, რა ბრალდებას წაუყენებენ მათ ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ადგილობრივი საინფორმაციოს ცნობით, პოლიციელები თავს დაესხნენ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც გეი-აღლუმის გაშუქებას აპირებდნენ. ყოველწლიური გეი-მსვლელობა "სიამაყის აღლუმი" 2000-იანების დასაწყისიდან იმართებოდა სტამბულში და ყველაზე მასშტაბური გეი-აღლუმი იყო მუსულმანურ სამყაროში. 2015 წლიდან იგი აიკრძალა ხელისუფლებაში ისლამური პარტია "სამართლიანობა და განვითარების" მოსვლის შემდეგ. ლგბტ-საზოგადოება არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას და აცხადებს, რომ დაუღალავად იბრძოლებს ყოველწლიური "სიამაყის აღლუმის" გამართვისთვის. "ეს არის დანაშაული-სიძულვილის და ქსენოფობიის ფონზე"-განაცხადა აღლუმის ერთ-ერთმა მონაწილემ, მეცნიერების და განათლების მუშაკთა პროფკავშირების წევრმა აიშე პანუნმა. 226 3-ს მოსწონს 1-ს არა
|