სხვა ყველა წიგნი იმსახურებს მკითხველს - წიგნების პირველი Outlet მაღაზია საქართველოში 2017, 27 ივნისი, 17:43
ადამიანი, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია - ეს მეგობარია. არსებობს სხვაგვარი მეგობარიც და ეს წიგნია.
ფრანგი რომანისტი და დრამატურგი ალფონს დოდე წერდა: ”წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ. წიგნები არასდროს გიღალატებენ.” ჰოდა, ადამიანებიც მთელი ცხოვრება ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მეგობარი შემოიკრიბონ გარშემო, რომ უფრო მშვიდად და ბედნიერად იცხოვრონ. მეგობრების შემოკრება კი არც ისე ადვილი საქმეა. ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება სასურველ ადამიანებთან წლების განმავლობაში მიმდინარეობს. სამაგიეროდ, საქართველოში წიგნი მეგობრების შემოკრება სულ უფრო და უფრო მარტივდება. ეს კი ქვეყანაში წიგნის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელის ”ბიბლუსის” დამსახურებაა. 2008 წელს დაარსებული პირველი მაღაზიით კომპანიამ ქართულ საზოგადოებას წიგნის კითხვა შეაყვარა. 9 წლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ”ბიბლუსის” 50-ზე მეტი ფილიალია. შედეგად ცხოვრების საუკეთესო მეგობარი - წიგნი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ყველა რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის შემდგომი ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ”ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს” - წერდა ჯორდანო ბრუნო. ”ბიბლუსი” კი მკითხველს უამრავი ახალი, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სამყაროს შეცნობის სრულიად ახალ და ქართული ბაზრისთვის უჩვეულო საშუალებას სთავაზობს. ეს არის წიგნებით Outlet მაღაზია, რომელიც 23 ივნისს კოსტავას 47 ნომერში გაიხსნა. Outlet მაღაზიაში ბესტსელერები და უამრავი სხვა საინტერესო წიგნი 30%-დან 70%-მდე ფასდაკლებით არის წარმოდგენილი, ასევე არის წიგნები სიმბოლურ ფასებად 1 და 2 ლარად. წიგნები 4 კატეგორიაშია გადანაწილებული და თითოეული კატეგორიის წიგნს თავისი ფასდაკლება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის დაზიანებების მიუხედავად, მაღაზიაში წარმოდგენილი წიგნები აბსოლუტურად ვარგისია საკითხავად. ”ბიბლუსის” ვერის ფილიალი ელოდება ნებისმიერ მკითხველს, რომელიც მაღაზიაში ერთგული მეგობრების საძებნელად მივა. წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით ელიან მკითხველებს, რომ დაუმეგობრდნენ და მათი ცხოვრება უფრო სასაიამოვნო გახადონ. 503 6-ს მოსწონს
|