სხვა კანადაში თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე?! 2012, 14 ივნისი, 0:52 ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წლის 14 სექტემბერს კანადაში უგზოუკვლოდ დაკარგული გოგონა მარიამ მახნიაშვილი... რომელსაც ინტერპოლი 2, 5 წელიწადი უშედეგოდ ეძებდა... რა თქმა უნდა ადვილი წარმოსადგენია რა დღეში იყვნენ მისი ახლობლები... მარიამ მახნიაშვილი არ განეკუთვნებოდა იმ გოგოთა როცხვს, რომლებიც ახლა მრავლად არიან ჩვენ საზოგადოებაში, ფიქრობენ მხოლოდ ჩაცმულობაზე, ბიჭებზე და ა.შ. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განათლები, თავდაჭერის მანერით და მიზანდასახულობით. მამისა და დედის ამერიკაში წასვლის შემდეგ მარიამი და მისი ძმა ბებიასთან იზრდებოდნენ თბილისში. ბებიამისს პირადად ვიცნობ და ხშირად მომისმენია მისგან, რომ გაკვეთილების დასრულებიდან 10 წუთში მარიამი სახლში იყო და ღამის 2–3 საათამდე მეცადინეობდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ ნერვიულობას, მოხუცი, სანდომიანი, ქალის ღრმა სევდას... რომელიც ცახცახით უყურებდა კურიერს ახალი საიმედო ინფორმაციის მოსმენისას, ვერც მის იმედგაცრუებულ სახეს და ვერც მუშტისოდენა ცრემლებს... მე კი არასოდეს დამავიწყდება ის ტკივილები ნერვების, რომელსაც შვილიშვილდაკარგული ბებია განიცდიდა. რა მოხდა მერე? გამოაცხადეს, რომ ამ გოგომ რომელიც თავისი ცხოვრებით ანგელოზს ემსგავსებოდა, რომელიც 5 წელი იმ იმედით ცხოვრობდა, რომ კანადაში ჩასული ნატვრად ქცეულ მშობლებს ნახავდა, თავი მოიკლაო... თავად განსაჯეთ... 958 9-ს მოსწონს 1-ს არა
|