x
image
თაზუ
ეს არ არის სენსაცია-ჩვენ აღარ ვართ ადამიანები!
imageგარშემო ვიხედები და ვოცდები, როგორ შეიძლებოდა მსოფლიო ასე სწრაფად და რადიკალურად შეცვლილიყო? როგორ შეიძლებოდა ადამიანებს ჩვენი პირვანდელი სახე დაგვეკარგა? ყოველდღიურად ჩვენ ვემსგავსებით კომპიუტერზე მიჯაჭვულ ფიტულებს, რომლებსაც თავისი გრძნობების გამჟღავნება მხოლოდ სოციალურ ქსელებში შეუძლიათ.

მსოფლიო სავსეა ბოღმით, შურით. ადამიანების უმრავლესობა თითქოს ჩასაფრებულია, რომ სადმე ფეხი დაგიცდეს და ყველას გააგებინონ, იცინონ, გაერთონ შენი უბედურებით.

თუმცა ამ სტატიის წერა ვინმეზე გულის ამოსაყრელად არ დამიწყია. მე მინდა გაგახსენოთ ადამიანები, რომლებსაც სათანადო ყურადღებას არასოდეს ვუთმობთ, ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყოველთვის დაგვეხმარონ და რომლებისთვისაც ერთი ღიმილი და თბილი სიტყვა გვენანება. რომლებთანაც ყველაზე ენაძუნწები ვხდებით, მაშინ როდესაც სხვებზე ჭორაობით საათებს ვატარებთ. ალბათ მიხვდით, მე მოხუცებზე ვლაპარაკობ. მათი საქციელი ხშირად გვაღიზიანებს, მაგალითად რჩევების მოცემა, ზედმეტი კითხვები, თუნდაც ჩვენი ცხოვრებით დაინტერესება. მაგრამ დაფიქრდით, ამ დროს მათ უნდა იგრძნონ, რომ რაღაც დანიშნულება გააჩნიათ, რომ ზედმეტნი არ არიან.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემ თავზე ხშირად შემინიშნავს, რომ გარეთ მოხუცთან საუბრისას უფრო მეტი სითბო გამომიჩენია, ვიდრე საკუთარ ბაბუასთან ურთიერთობისას.


იმედია მიხვდით, რისი თქმაც მინდოდა და მეთანხმებით. მიდით, ჩაეხუტეთ მოხუცებს, სანამ გაქვთ დრო და შესაძლებლობა, სანანებლად ნუ გაიხდით იმ უხეშ საქციელს და უგულობას, რომელიც მათ მიმართ გამოიჩინეთ.

0
57
5-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0