x
image
თაზუ
გევედრებით, ნუ მიატოვებთ სამშობლოს!

imageმას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ვნახე შვეიცარიის საელჩოსთან მდგომი, რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი ქართველების გაბადრული სახეები, ჩემი ქართველობა ატირდა. ღვთისმშობლის წილხვედრი, წინაპართა სისხლში ნაბანავები სამშობლოს შვილებს ქართველობა გროშად აღარ გიღირთ. თქვენში ღმერთი მოგიკლავთ და მხოლოდ ხორცზე ზრუნვას შესდგომიხართ! გამოფხიზლდით!!! ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი სადამდე მიგიყვანთ? რას ეტყვით უფალს საშინელ სამსჯავროზე, მშიოდა ჩემს სამშობლოში და ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებას, სხვის სამოთხეში ცხოვრება ვარჩიეო? გგონიათ უფალი გაპატიებთ? ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა!
რუსეთმა უფლება დაიტოვა თავისი მოქალაქეები სამხედრო ძალით დაეცვა. ნუთუ ყირიმი ნათელი მაგალითი არ არის იმისა, რა სურს რუსეთს? ნუთუ გგონიათ, იგი ჩვენ ხალხზე ზრუნავს? მრცხვენია, რომ გიყურებთ. როგორ დავიჯერო, რომ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ილია ჭავჭავაძისა და ამდენი წმინდანის შთამომავლებს ქართველობა არაფრად გიღირთ და მხოლოდ სადღეგრძელოებში გახსენდებათ?
გევედრებით, ნუ მიატოვებთ სამშობლოს, ნუ განარისხებთ დედას ღვთისას, ნუ დაივიწყებთ ვისი გორისანი ხართ, რა მოვალეობას გაკისრებთ ქართველობა... სხვის ოქროს, საკუთარი გროშები და ღირსება გერჩივნოთ!!!

2
72
5-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
72
  
2014, 5 აპრილი, 15:21
იმიტომაც მიყვარხარ
2014, 5 აპრილი, 15:19
გეთანხმები, შიმშილით მოვკვდები და არ დავტოვებ ჩემ საქართველოს !!!
0 1 2