x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გააკეთეთ კონდიციონერი საკუთარი ხელით - დაგჭირდებათ მხოლოდ ბოთლები და მუყაო
image


ზაფხულის ცხელი დღეები უკვე ძალიან ახლოსაა და კონდიციონერების ჩართვის დროც დგება. მაგრამ კონდიციონერის გამოყენება ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ბევრისთვის კი საზიანოა, განსაკუთღებით ბავშვებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის. ამისათვის გთავაზობთ ძალიან მარტივ ხელნაკეთ მოწყობილობას, რომელიც დაგეხმარებათ ოთახში ჰაერის გაგრილებაში. რაც მთავარია, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას და მის გაკეთებას თავადაც შეძლებთ მინიმალური დანახარჯებით.


დაგჭირდებათ:


5 პლასტმასის ბოთლი


პლატმასის ან მყარი მუყაოს ფურცელი

საკანცელარიო დანა

კაბელის დასამაგრებლები

სილიკონის წებო

ჩვეულებრივი ვენტილატორი



მოაჭერით ბოთლებს ზედა ნაწილი ეტიკეტის გასწვრივ.
მოხსენით თავსახური.


image


უნდა მიიღოთ ექვსი ცალი ნახევარბოთლი - ზუსტად ისეთი, როგორსაც სურათზე ხედავთ.


image


აიღეთ მუყაოს ან პლასტმასის ფურცელი. დახაზეთ მასზე წრე, რომელიც ისეთივე დიამეტრის იქნება, როგორც თქვენი ვენტილატორის ტრიალის წრე.


image

ამოჭერით დახაზული წრე.


image

მიღებულ საფუძველზე დახატეთ ექვსი წრე - ექვსი ნახევარბოთლის დასამაგრებლად. მნიშვნელოვანია, რომ ბოთლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულად იყოს განლაგებული.


image

ამოჭერით მუყაოზე დახაზული წრეები.


image


უნდა გამოგივიდეთ ზუსტად ისეთი, როგორც სურათზეა მოცემული.

image

თითოეულ წრეში მოათავსეთ ნახევარბოთლი და შიგნითა მხარედან დაამაგრეთ წებოვანი ლენტით, რათა ადგილიდან არ დაიძრან მიწებების დროს.


imageimage
დაამაგრე ბოთლები თერმოწებოთი.


image

ბოთლების ყოველ წყვილს შორის გააკეთეთ სურათზე ნაჩვენები ნახვრეტები და გაუყარეთ მათში კაბელის დასამაგრებელი.


image

გამზადებული საფუძველი მიადეთ ვენტილატორზე.


imageimage

დასამაგრებლებით მიამაგრეთ ვენტილატორის ცხაურას.


image

ზედმეტი ნაწილები მოაჭერით.


image

აი, რას მიიღებთ შედეგად.


image


ამგვარი თვითნაკეთი ვენტილატორის მოქმედების პრინციპი შემდეგია:


image

საწყისი ტემპერატურა შენობაში.


image

ენტილატორის ჩართვიდან 10 წამის შემდეგ.


image




ასევე დაგაინტერესებთ:


1. თუ თქვენ უფასო Wi-Fi-ს იყენებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


2. არასოდეს გადააგდოთ პლასტმასის ბოთლები - ეს საოცარი რამ ყველამ უნდა იცოდეს!

image


3. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


4. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი

image


5. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image

0
4770
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0