ზოგიერთები მას უწოდებენ ქალ–"კენტავრს", ზოგიერთებს კი მის დანახვაზე "ჭკუა ეკეტებათ" მისი ფიგურის გამო
2017, 22 ივნისი, 15:56
ინტერნეტის წყალობით ბევრმა იცის ვინაა კიმ კარდაშიანი და სხეულის რომელი ნაწილით გაითქვა მან სახელი და მოიპოვა პოპულარობა. ამით უკვე ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ამ სტატიის "გმირმა" სცადა საზოგადოების გაკვირვება საკუთარი სხეულის ფორმებით და ვფიქრობ მან ეს შესძლო. გაიცანით, ეს მინდი სიტტინპრიტტია, საკმაოდ სიმპათიური გოგონაა ხომ მეთანხმებით!? მაგრამ საკმარისია ნახოთ მისი ფიგურა მთლიანად და აქ უკვე იწყება აზრთა სხვაობა მის მნახველებს შორის. მინდის გვერდზე ინსტაგრამში ჰყავს 370 000 ხელმომწერი და მათგან უმეტესობას მოსწონს მინდი მისი ფიგურით. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც მინდის სხეულის ქვედა ნაწილი ცხენისას შეადარეს და მინდს ქალი–"კენტავრი" შეარქვეს მეტსახელად. მინდის სურათების გამო მის თაყვანისმცებლებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ნამდვილი "ომი" მიმდინარეობს, თავად მინდს კი სულაც არ აწუხებს ვინ რას ამბობს მასზე და ცხოვრებით ტკბება. სურათებსაც უხვად დებს ინსტაგრამის თავის გვერდზე, რითაც მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის "ომს" ინტრიგას მატებს. პ.ს ისე ვისი რა საქმეა ვის როგორი სხეული ექნება, რაც მთავარია მას მოსწონს საკუთარი სხეულის ფორმები და მთავარიც ესაა.
თურქები კი აბა რა მოსაწონია ;)