ქალი და მამაკაცი ქალმა ქმრის გამო 37 კილოგრამი დაიკლო და შემდეგ...გაეყარა 2017, 22 ივნისი, 14:38 მაშა საკამოდ სიმპატიურ მამაკაცს გაჰყვა ცოლად, მაგრამ 135 კილოგრამიან ქალს მუდმივად ესმოდა ქმრისგან :"შენ მსუქანი და მახინჯი ხარ." რა თქმა უნდა დიეტოლოგების და მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ უფრო ადვილია წონის დაკლება ვიდრე თვითნებურად, თუმცა მაშა კოლცოვას გაუმართლა, იგი ტელე-შოუს "Взвешенные люди" მონაწილე გახდა, ოთხ თვეში მაშამ რამდენიმე ათეული კილოგრამი დაიკლო და შედეგად ტელე შოუში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. ტელეგადაცემა უკვე რამდენიმე თვეა დამთავრდა, მაგრამ როგორ წარიმართა ამის შემდეგ მაშა კოლცოვას ბედი? ამჯამად მაშა 80 კილოგრამს იწონის: –ბავშვობაში ვცეკვავდი, ვიყავი ჯანმრთელი და თან კარგ ფორმაში, შემდეგ ავად გავხდი, მქონდა ჰორმონალური დარღვევა..შემდეგ ბებიას დამბლა დაემართა, ხუთი წელი მას ვუვლიდი, ცოტას ვმოძრაობდი, სახლში ვიჯექი და უზომოდ გავსუქდი. ყოველთვის მინდოდა გახდობა, თან მაკლდა სიყვარული, იმედი მქონდა, რომ გავიცნობდი ისეთ ადამიანს, რომელიც დამეხმარებოდა გახდომაში. მართლაც მაშამ ინტენრეტით გაიცნო 32 წლის სიმპატიური მამაკაცი, მიმოწერის და საერთო ინტერესების შემდგომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მაშაც მასთან კრასნოიარსკში გადასახლდა, ქმარი შეპირდა, რომ ერთად ივარჯიშებდნენ და მაშა წონაში დაიკლებდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთად დადიოდნენ სპორტდარბაზში, მაშამ 17 კილოგრამის მოკლება შეძლო, თუმცა ქმარი მაინც ეუბნებოდა, რომ "იგი მაინც მახინჯი და მსუქანია". ამის შემდეგ მაშა ტელეპროექტში მოხვდა. -საშინელი სტრესი მქონდა და ტელეშოუში განცხადება შევიტანე-იხსნებს მაშა-მინდოდა დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ მე ეს შემიძლია, ქმარმა მხარი დამიჭირა, მას ვკითხე :"გავფრინდები და ხომ იცი ოთხი თვე ჩაკეტილი უნდა ვიყო, არავითარი კავშირი, ტელეფონებს ჩამოგვართმევენ, ასეთი პირობა"..."მე შენით ვიამაყებ და დაგელოდები", მითხრა ქმარმა. მაგრამ შოუს მსვლელობის დროს მაშას აუდიოწერილი მოუვიდა ქმრისგან:"მოკლედ, ჩვენ ფიქიტურად ვიყავით დაქორწინებულები". "თვალთ დამიბნელდა, ყველაფერი ფეხქვეშ გამომეცალა, მაშ რაღა მინდა პროექტში რის გულისთის ვწვალობ?-იხსენებს მაშა, -მაგრამ გვერდში ამომიდგნენ წამყვანები-თუნდაც შენი გულისთვის..მან აგისხნა სიყვარული? არა? მაშ რად გინდა ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა? და მაშა დაბრუნდა პროექტში.ეს იყო 24 დეკემბერი....გავიდა ფინალში და "ბრინჯაოც" დაიმსახურა, იყო 118 კილოგრამი, ხოლო პროექტის დასასრულს 80. ქმარი:"რა კარგად გამოიყურები..ოჰ როგორ მინდა...!" მაშა:"მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, ვშორდებით, ღირს უსიყვარულოდ ცხოვრება? პროექტის დასრულებიდან 6 თვე გავიდა, მაშას კი ამ ხნის განმავლობაში ერთი გრამიც კი არ მოუმატია, პირიქით აპირებს კიდევ დაიკლოს წონაში, მით უმეტეს მოტივაციაც გაუჩნდა. -ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ღირსეული ადამიანი-ამბობს მაშა-და ვიტყვი ასე:შეყვარებული ვარ, ფრთაშესხმული და თავს ახალ სხეულში ვგრძნობ ...გაბრაზებული ვარ თუ არა ქმარზე? არა ..დაე ბედნიერი იყოს, მადლობელი მისი ყველაფრისთვის, სწორედ მისი წყალობით მოვხვდი პროექტში. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე 511 6-ს მოსწონს 1-ს არა
|