სხვა ფრანგი მოდელი ნაღების ასათქვეფმა ბალონმა მოკლა 2017, 22 ივნისი, 13:03 როგორც ცნობილი გახდა 33 წლის ფრანგი ფიტნეს-მოდელი და ბლოგერი რებეკა ბურგერი ნაღების ასათქვეფმა ბალონმა მოკლა.
როგორც მისი ოჯახი იტყობინება რებეკას ხელში აუფეთქდა ნაღების ასათქვეფი ბალონი, რომელიც როგორც ჩანს მაღალი წნევის ქვეშ იყო, დარტყმის ძალა მკერდმა მიიღო, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალს სუნთქვა შეეკრა, შემდეგ კი გული გაუჩერდა. მოდელის ნათესავები მომხმარებლებს აფრთხილებენ არ გამოიყენენონ ასეთი ტიპის ბალონები, რომელიც ათიათასობით არის გაყიდვაში და ფაქტიურად ნებისმიერი ამ დისპენსერების მფლობელის სიცოცხლე საფრთხეშია. 33 წლის რებეკა ბურგერს 160 000 ხელისმომწერი ჰყავდა "ინსტაგრამზე". 434 5-ს მოსწონს 1-ს არა
|