საზოგადოება ხმაური და დაპირისპირება გამრეკელის ქუჩაზე:ბერი ნიკოლოზის მომხრეები მის გამოსახლებას აპროტესტებდნენ 2017, 21 ივნისი, 9:30 ![]() წუხელ ხმაური და დაპირისპირება იყო გამრეკელის ქუჩის 39 ნომერში.ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი-2 ავრცელებს. სასულიერო პირის, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი ნაქირავები ბინიდან მის გამოსახლებას აპროტესტებდნენ. ბერი ნიკოლოზის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მისი მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობითაც კი იმუქრებოდა. ვითარების განმუხტვას თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. ვითარება მხოლოდ მაშინ განიმუხტა, როდესაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ ისევ შეეშვათ სახლში ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი. ბინის მეპატრონე ხელაძესთან მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტისა და საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართული. ბერი ნიკოლოზის გასახლების მიზეზი ბოლო პერიოდში მისი მხრიდან აგრესიული ქმედებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. მეპატრონეების განცხადებით, ისინი სახლში მის შეშვებაზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ. 378 4-ს მოსწონს 1-ს არა
|