![ყოფილი კრიმინალი მილანის მოდის
პოდიუმს იპყრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017062102013030087.jpg)
ცნობილი კრიმინალი, რომელსაც უკანონო იარაღის შეძენა - შენახვისა და ქუჩის სკანდალისთვის ამერიკის სასამართლომ მკაცრი სასჯელი გამოუტანა, გასული წლის სექტემბერში ციხიდან გაათავისუფლეს და დღეს ჯერემი მიქსი მილანის მოდის პოდიუმს იპყრობს. ყველაზე ლამაზ დამნაშავედ ცნობილმა ამერიკელმა რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო "Philipp Plein Sport show at Milan Fashion Week" სპორტულ ჩვენებაში, რითაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ ყოფილ დამნაშავეს უსიტყვოდ შეუძლია რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მიქსს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ სფეროში, სამი შვილის მამამ 33 წლის ასაკში შეუძლებელი შეძლო - წერს DailyMail.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2013 წელს, როდესაც სასტიკი დამნაშავე დააკავეს, სტოკტონის პოლიციამ მისი ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა, რომელიც დავირუსდა და რამდენიმე საათში სურათს 100 ათასზე მეტი ჩვენება ჰქონდა.
![ყოფილი კრიმინალი მილანის მოდის
პოდიუმს იპყრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017062102054530087.jpg)
ამ ფოტოთი გაიცნო ის მსოფლიომ და არა ერთი გამოხმაურება მოჰყვა სურათს ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ქალთა სქესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ და დამნაშავეს დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
![ყოფილი კრიმინალი მილანის მოდის
პოდიუმს იპყრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017062102071430087.jpg)
10 წლის ასაკში დატოვა მან დედ - მამის სახლი და გახდა ცნობილი კრიმინალი. დღეს კი "
Вирусная социальная звезда" მიატოვა ციხის ცხოვრება და მთლიანად გადაეფლო სამოდელო კარიერაში.
![ყოფილი კრიმინალი მილანის მოდის
პოდიუმს იპყრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017062102133030087.jpg)
![ყოფილი კრიმინალი მილანის მოდის
პოდიუმს იპყრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017062102134430087.jpg)
![ყოფილი კრიმინალი მილანის მოდის
პოდიუმს იპყრობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201706/2017062102135930087.jpg)
მოდის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ მის ათლეტურობას და დიდებულ მომავალს უქადაგებენ სამოდელო კარიერაში.
ლამაზმა ქმარმა ( მეუღლის სახელია მელიზა )და სამი შვილის მამამ შეძლო საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო ოჯახი. ჯერემი მიქსი მოდელი მას შემდეგ გახდა, როდესაც დიზაინერმა ფილიპ
Plein მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ნიუ - იორკის მოდის კვირეულზე გამოიყვანა, სადაც ჯერემი მიქსის დებიუტი შედგა და შედგა ის წარმატებულად.