სხვა დეტექტივი ძაღლები 2017, 20 ივნისი, 20:27 ბრიტანეთში კერძო დეტექტივმა თავის ძაღლს დაკარგული კატების მოძებნა ასწავლა. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ასეა.
კოლინ ბუტჩერი კერძო დეტექტივია ოცწლიანი სტაჟით, ის ყოველ კვირა ათობით შეტყობინებას ღებულობდა დაკარგული კატების შესახებ. მან გადაწყვიტა ძებნაში დამხმარე ეპოვნა, მაგრამ ძაღლების რეაქცია კატებზე ცნობილია. ადრე, პოლიციაში მუშაობისას კოლინი ხშირად ხედავდა, თუ როგორ პოულობდნენ ძაღლები ნარკოტიკს, ბომბებს, დამნაშავის კვალს. მიუხედავად მოსალოდნელი სირთულისა, კოლინმა მაინც გარისკა. პირველ რიგში საჭირო იყო სწორად შეერჩია ძაღლის ჯიში. აქ მრავალი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი. ძაღლი ტანად პატარა უნდა ყოფილიყო, რადგან კატები ხშირად მიუდგომელ და ვიწრო ადგილებში იჭედებოდნენ. არ უნდა ყოფილიყო აგრესიული და კატა არ დაეგლიჯა. და თანაც ჭკვიანი უნდა ყოფილიყო. წინ რთული სამუშაო ჰქონდა. სანამ მოლის იპოვნიდა მან ოცზე მეტი ძაღლი გამოსცადა. წლინახევრის კოკერ–სპანიელი ძველმა პატრონებმა სიხარულით გადასცეს. ტესტური გამოცდები მოლიმ წარმატებით გაიარა. ბუტჩერი აღნიშნავს, რომ წვრთნა 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაზე ძნელი იყო ძაღლისთვის ესწავლებინა მიწაზე მშვიდად, დიდხანს წოლა და არავითარ შემთხვევაში არ დაეფრთხო ნაპოვნი კატა. წელს, თებერვალში მოლიმ თავისი პირველი დავალება შეასრულა. მის ანგარიშსზე უკვე 11 ნაპოვნი "დაკარგული" კატაა. თავად მოლისთვის მუშაობა ჩვეულებრივი გართობაა, მაყურებლებისთვის კი ნამდვილი შოუ. 35 შეფასება არ არის
|