x
image
Fieramente
"Walt Disney" fast food-ის წინააღმდეგ

ამერიკული მედია-კონცერნი "ვოლტ დისნეი" სწრაფი კვების პროდუქტებისათვის რეკლამის გაკეთებას კრძალავს. 2015 წლიდან მის სატელევიზიო და რადიოარხებზე, ასევე ინტერნეტ-საიტებზე აღარ გაუკეთდება რეკლამები ჩიპსებს, ჰამბურგერსა და გაზიან სასმელს. კომპანიამ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება
მოემსახურება კვების ახალი სტანდარტების შემოღებას, რადგანაც აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებში სიმსუქნის პრობლემა უფროდაუფრო მწვავე ფორმას იძენს.
მარტო აშშ-ში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ზედმეტწონიანი ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა და ყოველი მეექვსე ამერიკელი მოზარდი გაცხიმოვნებით იტანჯება, რაც მთელ რიგ თანდართულ დაავადებებს იწვევს. მხოლოდ მოწოდება იმის შესახებ, რომ საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი და სწორი კვება, უშედეგოა. ამიტომაც კომპანია "ვოლტ დისნეიმ" სხვა გამოსავალი
მოძებნა. ამიერიდან დისნეის გმირები აღარ შეჭამენ მადის აღმძვრელად ზედმეტად ტკბილ და მარილიან კრეკერებსა და ჩიპსებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ კონცერნის მთელს მედია-სივრცეში აკრძალული იქნება სწრაფი კვების პროდუქტების რეკლამირება. ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტის სვეტლანა კლიუვაევას თქმით, ამ კამპანიას აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგი.
რეკლამა საერთოდაც ძალიან მოქმედებს, როგორც ბავშვებზე, ისე მოზარდზე. ბავშვები სიტყვა-სიტყვით აღიქვამენ ინფორმაციას,
ხოლო სკოლანდელი ასაკის ბავშვები, საერთოდ ვერ განასხვავებენ ერთმანეთისაგან რეალობასა და ფანტაზიას. აქედან გამომდინარე, რეკლამების შემცირებით შემცირდება სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარებაც და შესაბამისად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც იკლებს.

ამ მოსაზრებას არ იზიარებენ სწრაფი კვების პროდუქტების მწარმოებლები და მედიის დიდი ნაწილი. საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე, რაც 12 წლამდე ბავშვებისათვის გათვალისწინებულ რეკლამებზე იხარჯება.
შოტლანდიაში უკვე აიკრძალა ტელევიზიით, საღამოს ათ საათამდე, არაჯანსაღი საკვების რეკლამირება. თუმცა ეს ინიციატოვა დიდი
ბტრიტანეთის მთელს ტერიტორიაზე არ ვრცელდება. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ფასტფუდის რეკლამირება კი არ აიკრძალოს, არამედ
ღირსეული ალტერნატივა მოიძებნოს, რომელსაც აქტიურად შესთავაზებენ მომხმარებელს.
სატელევიზიო ჟურნალისტიკის ექსპერტის ანდრეი ნოვიკოვ-ლანსკის თქმით, რაღაც სასარგებლოს ძალიან ხშირად უინტერესო რეკლამა უკეთდება, რაც შემდეგ ადამიანებისათვის მიმზიდველი აღარ ხდება. მაგალითად, ნატურალურ რძეს ისეთივე შეფუთვა და რეკლამა რომ ჰქონდეს, როგორიც გაზიან სასმელს, ბევრად უფრო კარი იქნება.
პრობლემა მხოლოდ რეკლამაში კი არ არის, არამედ ამ პროდუქტების ხელმისაწვდომობაში.
სუპერმარკეტებში შოკოლადის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, ხოლო სწრაფი კვების პუნქტები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა გახსნილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორი სწორედ მაკდონალდის რესტორნების ქსელია.

2
31
9-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
31
  
2012, 9 სექტემბერი, 22:05
I like
2012, 28 ივნისი, 10:38
კარგი წამოწყებაა! იმედია გარკვეულ შედეგს გამოიღებს :) ...
0 1 2