x
,,იგის" მხატვრული ანალიზი

image


არ აქვს მნიშვნელობა საუკუნეს წიგნი მუდამ იარსებებს და მისი წაკითხვით გამოწვეული სიამოვნება შეუცვლელი დარჩება ჩვენთვის. დღესდღეობით, არსებობს არა ერთი საშუალება, რომლებმაც შესაძლებელია წიგნი გვერდზე გადაგვადებინოს, მაგრამ შეუძლებელია დაივიწყო ის შთაბეჭდილება, რომელსაც
საყვარელი წიგნი ტოვებს ჩვენზე. ასეთი წიგნების ჩამონათვალში აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადგილი ჯემალ ქარჩხაძის გენიალურ ნაწარმოებს “იგის“ უჭირავს. ყველა დროის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე თხზულება, რომელსაც ყოველთვის ეყოლება ერთგული მკითხველი.


პირველ რიგში, რაც იგის კითხვისას მკითხველის ყურადღებას იპყრობს მისი სტრუქტურაა. რამდენად გენიოსი უნდა იყოს მწერალი, რომ დაწეროს წიგნი, რომლის დასასრულიც დასაწყისშივე ვიცით, მაგრამ მაინც დატოვოს მკითხველში ინტრიგა, დააინტერესოს და გაუჩინოს სურვილი წიგნის ბოლომდე წაკითხვისა.


მთავარი პერსონაჟია იგი. იგი, რომელიც ყველასაგან განსახვებულია, იგი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ ტოვებს კვალს, რომელსაც წვიმა ვერ წაშლი, იგი, რომელიც ცდილობს თანატომელებს სამყარო სხვა
თვალით, იგის თვალით, დაანახოს. ის არის პირველყოფილი ადამიანი განსხვავებული ხედვით. საზოგადოება ყოველთვის გაურბის განსხვავებულებს, ადამინებს, რომლებიც ილაშქრებენ გაბატონებული
ტრადიციების, დოგმების წინააღმდეგ და ამას უკეთესობისაკენ შეცვლის მიზნით აკეთებენ. იგი გახდა ბრბოს მსხვერპლი, მაგრამ მის შრომას, გარჯას, თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია - “იგისაგან რჩება ზუ მისი წელგამართული მემკვიდრე“.


განსხვავებულია იგის სიყვარულიც. იგი ხედავს ნის როგორც გარეგნულ, ასევე სულიერ სილამაზეს. მას უყვარს იგის სუნი, მისი თმები, რომელსაც ჩამოცვენილ ფოთლებს ადარებს, მისი თვალები, რომელსაც ზღვას ადარებს. “ როცა იგი მარტოა ნი ჩნდება მის სხეულში და იგი მარტო აღარაა“. ავტორი, ყურადღებას ამახვილებს, თუ რაოდენ დიდია სიყვარული, რომ შეუძლია პირვეყოფილი ადამიანის გულშიც კი დაიდოს ბინა, მაშინაც კი, როდესაც, მას მხოლოდ ყნოსვისა და შეხების გრძნობები აქვს განვითარებული.


წარმოდგენილია იგისა და ბელადის დაპირისპირება. იგის ესმის საგნების არსი და ამით ის ბელადზე ძლიერია. უმეცრებს ყოველთვის ეშინიათ განვითარებული ადამიანის გონების, რომელსაც იმაზე ღრმა
აზრის დანახვა შეუძლია, ვიდრე მათ. ამ შემთხვევაში უმეცარი ბელადია, რომელიც ასევე
ხვდება, რომ იგი არ ჰგავს სხვებს, რადგან მან იცის ის რაც ბელადმა არ იცის. ბელადის გადაწყვეტილება კი მიგვანიიშნებს იმაზე, რომ მას ეშინია სიახლის, რომელიც იგის შემოაქვს საზოგადოებაში. ბელადმა ვერ მოახერხე საბოლოოდ აღმოეფხვრა იგის კვალი და გაექრო ის. “იგისაგან იგი დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ .


დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო იგიზე, მის პერსონაჟზე, თვისებებზე. ის დადებითი პერსონაჟია, რომელიც
ცდილობს შეცვალოს საზოგადობა უკეთესობისაკენ.
“იგის“ შეუძლია გვასწალოს და დაგვაფიქროს ბევრ საკითხზე. ჯემალ ქალრჩხაძემ არაჩვეულებრივად წარმოგვიდგინა ის საკითხები, რომლებიც დღესაც აქტუალურია საზოგადოებაში: გონისა და უმეცრების დაპირსიპირება, საზოგადობის შიში განსხვავებულისადმი, სიყვარულის ძალა. ადამინებს, რომლებსაც
ჯერ არ წაუკითხავთ იგი, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა - ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე.

1
12219
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
12219
  
2018, 11 მაისი, 15:10
მომილოცეთ არ წამიკითხავს
0 1 1