საზოგადოება "ოჯახის წევრები ერთმანეთს გაჭირვების დროს არ ტოვებენ"-თამუნა მუსერიძე ჯემალ ღაღანიძეს პასუხობს 2017, 13 ივნისი, 0:28 ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ 32 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო რომ ნაშვილებია. ეს ყველაფერი მან ძალიან რთულად გადაიტანა, თუმცა მონახა ძალა და საკუთარი ისტორია მთელ საქართველოს გადაცემა "პროფილის" მეშვეობით უამბო. ის დღეს დედას ეძებს. თამუნას ცხოვრებისეული სირთულეები ამით არ დასრულებულა, მან მეორე ნახევარიც დაკრგა. "სანდრო წავიდა, სახლში თავისთან. კონკრეტულად იმის გამო არა რომ ნაშვილები ვარ. მე იმდენად რთული მდგომარეობა მქონდა მაშინ, დავდიოდი სოფლიდან სოფელში, ექიმიდან ექიმში, ნევროლოგთან ცალკე, ფსიქოლოგთან ცალკე, შემექმნა ჰორმონალური პრობლემები, გინეკოლოგთან ცალკე, დავდიოდი მამაოსთან. რომ მივხვდი უკვე რომ რთული გასაძლები ვიყავი, შევდიოდი და ბანაობის დროს ვტიროდი, იმიტომ რომ ამ ჩემი ტირილით უკვე ძალიან შევაწუხე ადამიანი. დაიღალა"-გვიამბობდა თამუნა. ჯემალ ღაღანიძემ, რომელიც სანდრო მიკუჩაძის ბაბუა გახლდათ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა წყვილის რომანზე: "თამუნა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ის და სანდრო ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ყოფილან. ასე რომ გახსილდნენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი არ დანგრეულა. მისვლა-მოსვლა – კი ბატონო. თამუნაც ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში და სანდრო – მასთან. თამუნას დედა რომ გარდაიცვალა, მეც მივედი და მივუსამძიმრე. ოფიციალური ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ძალიან კარგად იყვნენ ერთად. თუმცა, სანდრომ, მგონი, აქაც იჩქარა. მაგრამ მე სანდროსთვის რამის დაშლის უფლება არ მაქვს. როცა ეს ამბავი მოხდა, ის უკვე დიდი იყო. ურთიერთობას გარედან რომ უყურებ, არ იცი, სინამდვილეში რა ხდება, თუმცა მათ ურთიერთობას მე ოჯახს მაინც ვერ ვუწოდებ…" ამ ყველაფერს სოციალურ ქსელის მეშვეობით ეხმაურება თამუნა მუსერიძე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის ჯემალ ღაღანიძეს ეთანხმება: "აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ჯემალ. ოჯახის წევრები ერთმანეთს გაჭირვების დროს არ ტოვებენ." თქვენთვის საინტერესო: რატომ დაშორდნენ თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე: "ძალიან შევაწუხე, დაიღალა ადამიანი" მამებისგან უარყოფილი ცნობილები
"არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია, გატყუებენ"-ნანუკა ჟორჟოლიანი თაღლითურ სქემაში გაეხვიეს
ოქროს წესი: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და საღი საზამთრო (+საზამთროს დიეტა)
რა სარგებლობა მოაქვს სუნიან წინდებს?
თამუნა მუსერიძეს ბიოლოგიური დედა ემალება? 1521 3-ს მოსწონს
|