x
მეტი
  • 12.10.2024
  • სტატია:137580
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511458
მამებისგან უარყოფილი ცნობილები

image
ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მუდამ ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალებენ, მათი პირადი ცხოვრება კი საზოგადოების განხილვის საგანია. ზოგიერთები ეკრანზე მომღიმარი სახის უკან მწარე წარსულს მალავენ. ეს სტატია კი სწორეთ მათზეა, ვისი მომღიმარი სახის უკანაც მძიმე ბავშვობაა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქართველებს, რომლებიც მამებმა უარყვეს.

რუსკა მაყაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. ის და მისი და ნინუცა მაყაშვილი მამამ "უარყო", რის გამოც გოგონებმა გვარიც კი შეიცვალეს. დები მაყაშვილები ერთ დროს დები ცხვედიანები იყვნენ. გოგონების მამა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ოჯახზე საუბრობდა. უცებ კი მას ასეთი რამე უთქვამს, მე მყავს მეუღლე და ორი შვილიო, ცხადია მან მეორე ქორწინებაში გაჩენილი შვილების სახელები დაასახელა, რუსკასა და ნინუცაზე კი არაფერი უთქვამს. გოგონებისთვის ეს დიდი ტრავმა აღმოჩნდა და ამავე დროს ბოლო წერტილიც. მათ გადაწყვიტეს: "ჩვენ მაყაშვილების ოჯახი გვზრდის და დღეიდან ამ გვარს ვატარებთო".image


მამასთან ურთიერთობა არ აქვს ნუკა კვალიაშვილს. მას შემდეგ რაც ნუკას მამა ეკა კვალიაშვილს გაშოდა, ქალიშვილი სულ რამდენჯერმე ნახა. ნუკას ბევრი დაპირება და იმედგაცრუება ახსოვს. ახალგაზრდა მომღერალმა ისიც კი არ იცის როგორი გრძნობაა გყავდეს მამა. სულ ცოტა ხნის წინ ნუკამ გვარი შეიცვალა, უკვე ოფიციალურადაც კვალიაშვილია. მომღერალს უნდა დედის, იმ მშობლის გვარს ატარებდეს, რომელმაც მასზე იზრუნა და გაზარდა. image

ახალგაზრდა მომღერალი სალომე ტეტიაშვილი პოპულარული ინტერნეტსივრცის მეშვეობით გახდა. ვიდეოები, რომლებშიც სალომე მღერის საზოგადოებამ აიტაცა. გოგონას ბავშვობის შემდეგ მამა არ უნახავს. ახსოვს, რომ ერთ დროს ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, სანამ მამა წავიდოდა. სალომე დედასთან ერთად ნათესავის სახლში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია, აბიტურიენტობა ძვირი სიამოვნებააო. ერთი პერიოდი მაღაზიაშიც მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა და დანაზოგით გიტარაც იყიდა. მიუხედავად ყველაფრისა სალომეს მამასთან ურთიერთობა უნდა, ყველაფერს ვაპატიებ და მივიღებო. ცოტა ხნის წინ სალომეს ბინა აჩუქეს. მომღერალს უკვე საკუთარი ჭერი აქვს.image

ცნობილი ტელეწამყვანითა და ჟურნალისტით, მაია ასათიანით მამა მაშინ დაინტერესდა, როდესაც პოპულარობა მოიპოვა. მაიამ ის არ მიიღო. "ცნობილი შვილი სიბერეში ვის არ სჭირდებაო"-ამტკიცებს ჟურნალისტი.image

2
2254
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2254
  
2018, 5 ნოემბერი, 1:13
არ უნდა მიქარო და მისატევებელი არ გექნება დაკარგულ ბავშვობას ვეღარ დაუბრუნებ ეგ ახალგაზრდობაში უნდა ეფიქრათ
2016, 12 იანვარი, 12:37
ამ ხალხმა მიტევება,რით ვეღარ ისწავლა.......
0 1 2