საზოგადოება რა ხდება რეალურად სირიაში?? 11 მარტი, 12:12 ![]() სირიის ახალი მთავრობის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც წარმოადგენენ სირიის მოსახლეობის სუნიტი მორწმუნეების უმრავლესობას, ფიზიკურად უსწორდებიან და ხოცავენ ალავიტებს რომლებიც არიან შიიტი მორწმუნეები, რომლებიც წარმოადგენენ უმცირესობას.
ეს დაპირისპირება გამოიწვია არა იმ ფაქტმა რომ რელიგიური უთანხმოების საფუძველზე წარმოიშვა მათ შორის დავა, რასაც მოჰყვა მასობრივი მკვლელობები, არამედ იმ ფაქტმა რომ შიიტი ალავიტები, რომლებსაც ასე საშინლად ხოცავდნენ ბოლო 4 დღის განმავლობაში, წარმოადგენენ სირიის ყოფილი დიქტატორი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს.
სირიის ყოფილი დიქტატორი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გახლდათ შიიტი ალავიტების მხარდაჭერილი პრეზიდენტი რადგან, მას შემდეგ რაც 1970 წელს სირიის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების შედეგად საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ალავიტი ჰაფეზ ასადი მოვიდა, მთავრობის ელიტას ძირითადად ალავიტები წარმოადგენდნენ, რამაც ხელი შეუწყო შიიტი ალავიტების აღზევებას სირიაში პრეზიდენტ ასადთან ერთად და მას შემდეგ რაც ბაშარ ალ-ასადი და მისი მთავრობა დაემხო, მოსახლეობაში იფეთქა შურისძიებამ რასაც მოჰყვა 1000-ზე მეტი შიიტი ალავიტების მკვლელობა.
ჰაზეფ ასადი გახლდათ ბაშარ ალ-ასადის მამა და მისი წინამორბედი პრეზიდენტი.
სირიაში სუნიტებმა დახოცეს ბაშარ ალ-ასადის მომხრე შიიტი ალავიტები პოლიტიკური აზრთა სხვა და სხვაობის გამო და არა რელიგიური უთანხმოების საფუძველზე.
229 1-ს მოსწონს |
შიიტებს და სუნიტებს შორის დაპირისპირება არის რელიგიური,ხოლო ეს მკვლელობები არის რელიგიური ნიშნით. ბარემ ისიც გვითხარი რო არაბები ქართველ ქრისტიანებს შორის რელიგიური კი არა,არამედ გეოპოლიტიკური ინტერესის გამო კლავდნენ. ან აბო თბილელი იმიტო კი არ მოკლეს რო სარწმუნოება შეიცვალა,არამედ იმიტო რო პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო არაბების. არის რაღაცეები რაც არ პრავდება თოლია ხართ თუ გუგული,ყველამ კარგად იცის რა და როგორ ხდება სირიაში. შიგ ევროპელების ტაშდაკრული ტიპი ბუზებივით ხოცავს ადამიანებს. ვთქვათ,დავუშვათ,რომ არ არის რელიგიური ნიშნით მკვლელობები,პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობა მოსულა? ახლა რო ადგეს ოცნება და მიხვრიტოს ის გამოიმნაირებული ახალგაზრდობა და მაგათზე უარესი ოპოზიცია,რა ტაში უნდა დავუკრათ? ჯერ ერთი,ტყვია ძვირფასი ნივთია,10 დოლარი ღირს და არ მგონია რო ქუჩაში მდგომი არსება მაგდენი ღირდეს,მათზე ამხელა თანხის დახარჯვაც კი არამომგებიანი იქნება