x
ქრისტიანობის გავრცელება
image

ქრისტიანობა ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც დაფუძნებულია იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაზე. იგი უდიდესი მსოფლიო რელიგიაა, როგორც მიმდევართა რაოდენობით, ასევე გეოგრაფიული გავრცელების არეალით. მის წარმოშობას ძალიან ვრცელი ისტორია აქვს. ქრისტიანობის დამკვიდრებას
საუკუნეები დასჭირდა, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, დღესდღეობით, იგი მსოფლიო რელიგიად ითვლება.

ქრისტიანობა I საუკუნეში წარმოიშვა, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, პალესტინაში. მისი ფესვები იუდაიზმშია. თავდაპირველად ქრისტიანობა იუდეველთა მცირე ჯგუფმა აღიარა, შემდეგ კი ის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში გავრცელდა. ახალი
რელიგიის დამკვიდრებას წინ სირთულეები ელოდა ქურუმებისა და საიმპერატორო კარისაგან.I-IV საუკუნეებში რომის კეისრები პერიოდულად ქრისტიანთა რბევას აწყობდნენ, რომელთა მსხვერპლიც ათასობით ქრისტიანი ხდებოდა. ისინი მათ სხვადასხვა დასჯის მეთოდებით უსწორდებოდნენ.


I საუკუნეს ჩვეულებრივ მოციქულთა ეპოქას უწოდებენ, როცა მოციქულები მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანობის საქადაგებლად გაეშურნენ. სახარების მიხედვით, ქრისტეს 70 მოწაფე ჰყავდა, მათ შორის 12 რჩეული იყო. იესომ გადაწყვიტა თავისი მოწაფეები სამისიონერო მოღვაწეობისთვის მოემზადებინა და უთხრა “სამკალი ბერია, მუშაკი კი ცოტა“. დააწყვილა ორ-ორი მოწაფე და გაგზავნა იმ ადგილებში, რომელბშიც ქრისტეს უნდა ექადაგა ქრისტინობა.

მოციქულთა დროის შემდეგ, პირველი ადგილი რომმა დაიკავა. იგი მსოფლიოსა და ძველი ეკლესიის ცენტრი იყო. ქალაქი რომი, როგორც პეტრესა და პავლეს ქადაგებისა და მოწამეობრივი აღსასრულის ადგილი, ქრისტიანთა შორის განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. ქრისტიანობის ყველაზე დიდი დამცველი რომის იმპერიაში იყო კონსტანტინე დიდი, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიმართა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება 325 წელს ნიკეაში. ნიკეის საეკლესიო კრებაზე, პირველ
რიგში, განისაზღვრა ქრისტიანული რწმენის სიმბოლო და დადგინდა აღდგომის დღე. ამის შემდეგ ჩატარდა კიდევ 6 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელბზეც არა ერთი მნიშველოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ქრისტიანული სარწმუნების დამკვიდრებისა და განვითარების მანძილზე უმნიშვნეოლოვანესი მომენტი იყო 1054 წლის განხეთქილება (სქიზმა), რომლის შედეგადაც ქრისტინული სარწმუნოება ორად გაიყო: მართმადიდებლები (დიოფიზიტები) და კათოლიკები (მონოფიზიტები).


ქრისტიანობა უდიდესი რელიგიაა, რომელმაც შეძლო სირთულეების გადალახვა და საბოლოოდ დამკვიდრება მსოფლიოში. იგი ადამიანთა შორის ურთიერთსიყვარულსა და შენდობას ამკვიდრებს, ჩაგრულებს ამ ქვეყნიური ტანჯვის სანაცვლოდ სიკვდილის შემდეგ სასუფეველსა და სამოთხეს ჰპირდება. ქრისტიანობა ადამიანთა სულიერი სიმტკიცის წყარო გახდა, მან ადამიანს თანასწორობის იდეა შთაუნერგა და მოვალე მხოლოდ ღვთის წინაშე გახადა. ქრისტიანობა არის რელიგია სიყვარულის, ღვთის
სიყავრულის შესახებ. როგორც დიდი ფიოდორ დოსტოევსკი იტყოდა “სიყვარული, თავად ღმერთია“.


ქრისტინე უგლავა


თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი

0
1211
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
1211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0