პროფილაქტიკა ხანგრძლივი სიცოცხლის "ელექსირი", რომელიც კნავის და კრუტუნებს 9 ივლისი, 15:19 ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან თვლიან, რომ კატა – მხოლოდ მიაუ–მიაუ და თაგვების დაჭერა არ არის. ის ნამდვილი წამალია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიც არის სტრესი, ნევროზი, გულის დაავადებები და ალკოჰოლიზმიც კი. 1. კატა ქრონიკული დეპრესიის და სტრესის წინააღმდეგ მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერები ქალაქის ერთ-ერთი კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტებს აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ნევროზის, დეპრესიის და სოციოფობიის ქრონიკული დაავადებებით იტანჯებოდნენ. პაციენტებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობდნენ – ფსიქოანალიზიდან დაწყებული და ავტოტრენინგით დასრულებული. კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე პოზიტიური შედეგი, ფელინოთერაპიას (ადამიანის კატასთან ურთიერთობა) ჰქონდა. ექიმმა შტურმანმა აღნიშნა, რომ ის პაციენტები, რომლებსაც კატებთან ჰქონდათ შეხება, უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიზისიდან, ვიდრე ისინი, ვინც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობდნენ: «პატარა რომ ვიყავი, ფერმაზე ყოველთვის გვყავდა კატა. მახსოვს, რთულ მომენტებში ბებია ყოველთვის მეუბნებოდა – ნუ იდარდებ, მიხედე ჩვენს კატას, ჯეას, როგორი თავისუფალი, ამაყია და სულ არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე სხვები. დიახ, კატები გვასწავლიან ვიყოთ ისინი, ვინც ვართ, ვიყოთ დამოუკიდებელნი და გვასწავლიან თათებზე დაცემას, ნებისმიერი ადგილიდან გადმოვარდნის შემთხვევაში». ასე, რომ, ნუ შეგრცხვებათ კატებისთვის სურათების გადაღება და შემდეგ მათი დათვალიერება (სწორედ ასეთი დავალება ჰქონდათ კლინიკის პაციენტებს) და პატარა ფისოებზე ზრუნვა და მათი მოფერება! როგორც მეცნიერები ამბობენ, ასეთი მოქმედებები ნერვულ სისტემას აძლიერებენ და სტრესის დაძლევაში ეხმარებიან ადამიანებს. 2. კატა ალკოჰოლური სასმლის ნაცვლად. რთული დღე გქონდათ? გინდათ რომ დალიოთ და მოდუნდეთ? უმჯობესია კატას მოეფეროთ! ფუმფულების კრუტუნი, როგორც ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერმა–ნეიროფიზიოლოგებმა დაადგინეს, თავის ტვინის სიამოვნების იგივე ცენტრების აქტივიზაციას ახდენენ, რასაც გემრიელი საჭმელი ან ალკოჰოლი. მათ შორის ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს, განსაკუთრებით კი კატები, ბევრად უფრო ნაკლებია ალკოჰოლიზმით დაავადების შემთხვევები, ვიდრე მარტოხელა ადამიანებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნების ნარკოლოგიურ კლინიკებში, ხშირად მიმართავენ ანიმალოთერაპიას (მკურნალობა ცხოველების დახმარებით), რადგან ეს მეთოდი ძალიან ეფექტურად ითვლება და პრაქტიკულად იგივე შედეგი აქვს, რაც ალკო და ნარკო დამოკიდებულების სამკურნალო წამლებს. პაციენტებს «მავნე ჩვევისგან» გათავისუბლების მიზნით, თავშესაფარიდან წამოყვანილ კატას ან ძაღლს აძლევენ მოსავლელად. როგორც ექიმები ამბობენ, ხშირად ორი პრობლემის ერთდროულად მოგვარება ხდება – ადამიანი მავნე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ცხოველსაც პატრონი უჩნდება, რადგან თერაპიის დასრულების შემდეგ, ყოფილი პაციენტები თავიანთ მეურვეობაში მყოფ ცხოველებს საუკეთესო მეგობრებად თვლიან და მათთან განშორება აღარ უნდათ. 3. კატა ინფარქტის და ინსულტის პროფილაქტიკისთვის მეცნიერებმა ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტიდან კავშირი დაადგინეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შინაურ ცხოველებს შორის. კვლევაში, 40-დან 85 წლამდე ასაკის, 10 ათას ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. ჩემპიონები «მკურნალებს» შორის კატები აღმოჩნდნენ. მათი პატრონებს, საშუალოდ, 18-20% უფრო ნაკლებად ემართებოდათ ინფარქტი და ინსულტი, ვიდრე მათ, ვისაც სახლში შინაური ცხოველები არ ჰყავთ. ამასთან აღსანიშნავია, რომ კატის პატრონებს 10% უფრო ნაკლებად ემართებათ აღნიშნული დაავადებები, ვიდრე მათ, ვისაც ძაღლები ჰყავთ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კატები სიცოცხლეს უხანგრძლივებენ მამაკაცებს! ყოველ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ხანდაზმული მამაკაცების 70%, ვინც თავისი 85 წლის იუბილე იზეიმა, ყოველთვის ჰყავდათ სახლში კრუტუნა შინაური ცხოველები. 4. კატები ამცირებენ კიბოს რისკს სტენფილფის (აშშ) უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის მეცნიერები, 7 წლის მანძილზე, აწარმოებდნენ ქალაქის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებული, რამდენიმე ათასი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გარემო ფაქტორების ზეგავლენა, კიბოთი დაავადების რისკ ფაქტებზე. გაირკვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც ანკეტაში სახლში შინაური ცხოველების არსებობა დააფიქსირა, კიბოთი დაავადების ფაქტი 30%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მათ შორის, ვისაც ცხოველი არ ჰყავდა. 5. უდიპლომო ფიზიოთერაპევტები კატის მოფერება ძალიან სასარგებლოა ჰიპერტონიით და მეტეომგრძნობიარობით დაავადებული ადამიანებისთვის. დამტკიცებულია: კატის ბეწვზე ხელის გადასმა ამცირებს არტერიულ წნევას. ეს ეფექტი იმით არის გამოწვეული, რომ კატის მოფერების დროს, მცირდება სტატიკური ელექტრობა, რაც თავის მხრივ, წვრილი სისხლძარღვების სპაზმების შემცირებას იწვევს. ასევე ხდება ამინდის ცვლილების დროსაც, როდესაც გარეთ წვიმა და ქარია, დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე კარგი გამოსავალი კატის მოფერებაა. გარდა ამისა, კატებს შეუძლიათ ტემპერატურის სხვაობის გარჩევა. მათ გათბობა უყვართ და ინსტინქტურად, ყველაზე თბილ ადგილებს ეტანებიან. ამიტომ არის, რომ თუ ადამიანს მუხლები აწუხებს ან ბრონქიტი ეწყება, კატა სიამოვნებით წვება ფეხებზე ან მკერდზე. ცხოველის სითბო ძალიან ეფექტურია ანთებითი პროცესების ჩასაწყნარებლად და ტკივილის გასაყუჩებლად. ასე, რომ თუ ადამიანს გრიპი აქვს და კატამ მოისურვა «მდოგვის საფენის» როლის თამაში, არ უნდა გააგდოს, და რამდენიმე წუთის შემდეგ, მდგომარეობა შეუმსუბუქდება. არხის სხვა სიახლეები:* უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, დედამიწის ისტორია უნდა გადაიწეროს...* როგორ განადგურდა უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?144 1-ს მოსწონს
|