x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
20 ხრიკი, პროფესიონალი მზარეულისგან - დიასახლისებისთვის და არა მარტო მათთვის

იმისთვის რომ კერძი მადისაღმძვრელი და გემრიელი იყოს, მისი მომზადების დროს, აუცილებლად უნდა გქონდეთ პოზიტიური განწყობილება – რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ სიყვარულით და მაშინ, აუცილებლად კარგ შედეგს მიიღებთ. ხოლო იმისათვის, რომ სამზარეულოში თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ, გამოიყენეთ შეფ-მზარეულის მიერ მოცემული, შემდეგი რჩევები:

image


1. ლუდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ზოგიერთი კერძის მომზადებისას. ეს სასმელი სოიას სოუსთან ერთად, საუკეთესო მარინადია ხორცისთვის, ხოლო მცირე რაოდენობით მუქ ლუდს, თუ ბოსტნეულს, მოთუშვის დროს დაამატებთ, კერძს ბევრად დახვეწილი გემო ექნება.

2. დამლაშებული კერძის გადარჩენა ძალიან მარტივია: აიღეთ მარლის ნაჭერი, გამოკარით მასში ბრინჯი, მიამაგრეთ ძაფი და კერძში მოათავსეთ. გააგრძელეთ კერძის ხარშვა, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ პრობლემა მოგვარებულია. შემდეგ ამოიღეთ ბრინჯიანი ტომარა და გადააგდეთ.

image3. ღვიძლი მაგარი რომ არ იყოს, მარილი მომზადების ბოლოს დაამატეთ.

4. მარილის და ძმრის ნაცვლად, შეგიძლიათ ლიმონის წვენი გამოიყენოთ. ციტრუსის მსუბუქი გემო, კერძს არ გააფუჭებს, ხოლო საკვები უფრო სასარგებლო იქნება.

5. თუ ღვეზელის ზედაპირი იწვება, ნესტიანი ქაღალდის პირსახოცი გადააფარეთ.

6. ბრინჯი მომზადების შემდეგ, თოვლივით თეთრი რომ იყოს, ხარშვის დროს, რამდენიმე წვეთი ძმარი დაამატეთ.

7. მოხარშული კვერცხის დაჭრის დროს, კვერცხის გული რომ არ დაიშალოს, დანა ცივ წყალში ჩაასველეთ.

8. ფარში გემრიელი რომ გამოვიდეს, წვრილ სახეხზე გახეხილი, ცოტა კარტოფილი დაამატეთ.

image9. ბოსტნეულის სალათაზე ცოტაოდენი ვანილის დამატება, უცნაურად ჩანს, მაგრამ ნამდვილად გემრიელია!

10. საქონლის ხორცი რბილი და ნაზი გამოვა, თუ მომზადებამდე, ნახევარი საათით ადრე, მაიონეზში დაამარინადებთ.

11. ბადრიჯანს სიმწარე რომ მოაცილოთ, დაჭერით და მარილი დააყარეთ. ასე გააჩერეთ 1 სთ. შემდეგ კი, ცივი წყალი გადაავლეთ და კარგად გაწურეთ.

12. ნუშის გაფცქვნა უფრო ადვილი იქნება, თუ მას 3 წუთით მდუღარე წყალში ჩაალბობთ, ხოლო შემდეგ – ცივში.

13. ხრაშუნა ქერქის მისაღებად, ხორცს შეწვამდე, თაფლი, წყალში გაზავებული კონიაკი ან ბროწეულის წვენი წაუსვით.

14. შარლოტასთვის ვაშლის ნაჭრები ფქვილში ამოავლეთ, რომ ცხობისას, ერთმანეთს არ მიეწებოს.

image15. საფანელად, დაფხვნილი პურის ნაცვლად, მანქანაში გატარებული ნიგვზის გამოყენება სცადეთ. ასე კერძი უფრო გემრიელი იქნება.

16. მოხარშულ ხორცს ყოველთვის მიეცით დრო, რომ გაცივდეს და გემო სრულად გამოავლინოს.

17. ვინეგრეტი უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას სუფრის კოვზ ადუღებულ რძეს და ცოტა შაქარს დაუმატებთ.

18. იმისთვის, რომ მარილის რაოდენობაში არასოდეს შეცდეთ, მომზადებისას, კერძს გემო ხშირად გაუსინჯეთ.

19. იმისათვის, რომ წვნიანი უფრო მადისაღმძვრელი და სასარგებლო იყოს, სანამ ცეცხლიდან გადმოდგამთ, ცოტაოდენი სტაფილოს წვენი დაუმატეთ.

20. დარწმუნდით, რომ დანები ყოველთვის ბასრია, მაშინ პროდუქტის დაჭრისას, დაზიანების ალბათობა მინიმალური იქნება, ხოლო მომზადება უფრო სწრაფი და სასიამოვნო გახდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გულისამაჩუყებელი იგავი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება

* "მფრინავი ქვები" და ელექტრო დენი ძველ ეგვიპტეში

* ევროპის ქვეყნები სასაცილო ნახატებში: რუსეთი – ღორის უკანალი, უკრაინა – სახედარი...

* 20 ფოტო, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ობიექტი 16 – უცხოპლანეტელების ბაზაზ ოკეანის ფსკერზე

* ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო გაიხსნა – ნაპოვნია ჩინგიზ-ყაენის საფლავი

* ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

* კოლუმბის საიდუმლო



1
243
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
2022, 20 დეკემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1