x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?

როგორ შეიძლება გემრიელ და კარგად დაბრაწულ კარტოფილზე უარის თქმა?! ის ყველას უყვარს, იმათაც კი, ვინც შემწვარ კარტოფილს ძალიან ცხიმიანად და ზიანის მომტანად თვლიან. მაგრამ, ყველამ არ იცის კარტოფილის კარგად შეწვა — ის ხან იშლება და ფაფად იქცევა, ხან მეტისმეტად იწვება და ტაფას ეკვრის… აქ მოცემულია 7 წესი (რეცეპტი) უგემრიელესი შემწვარი კარტოფილის მოსამზადებლად:


image


წესი №1


კარტოფილი გარეცხვის და დაჭრის შემდეგ, ცივ წყალში ჩალბეთ, რომ წყალმა ბოსტნეულიდან სახამებელი გამოიტანოს. წყალი აუცილებლად ცივი უნდა იყოს. თუ თბილი იქნება, ან ოთახის ტემპერატურის, სახამებელი კარტოფილში დარჩება და ის კი არ შეიწვება მოიხარშება. რაც უფრო ახალია კარტოფილი, მით უფრო დიდი ხნით უნდა ჩალბობა. საშუალოდ, ეს დრო, 30 წუთიდან – 1 საათამდე არის.


წესი №2


ჩალბობის შემდეგ, აუცილებელია კარტოფილის გამშრალება. ამისთვის, ჯერ თუშფალანგზე უნდა გადაიტანოთ, რომ წყალი სრულად ჩამოიწრიტოს. ხოლო შემდეგ, ქაღალდის პირსახოცით გაამშრალოთ. შეწვის წინ, კარტოფილი სრულიად მშრალი უნდა იყოს.


წესი №3


ტაფა აუცილებლად ცხელი, ხოლო ზეთი მდუღარე უნდა იყოს. გემრიელი კარტოფილის მოსამზადებლად, ზეთზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ზეთი რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი.



წესი №4


მარილის და სხვა სანელებლების დამატება, მხოლოდ შემწვარ კარტოფილზე შეიძლება, ანუ მას შემდეგ, რაც ცეცხლიდან გადმოდგავთ. თუ მარილს შეწვის დროს ან შეწვამდე დაამატებთ, ის მისგან სითხეს გადმოდგამთ, რაც წვის პროცესს ხელს შეუშლის.

კარტოფილის შეწვის შემდეგ, თუშფალანგზე გადმოიღეთ, რომ ზეთი ჩამოიწრიტოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ მარილი და სანელებლები.


წესი №5


კარტოფილს არ დააფაროთ სახურავი შეწვის დროს. იმისთვის, რომ კარგად დაიბრაწოს და ხრაშუნა იყოს, ის ღია ტაფაზე უნდა შეიწვას.


წესი №6


ძალიან ბევრ კარტოფილს ნუ მოათავსებთ ტაფაში. ფენების ოპტიმალური რაოდენობა – 2-3 ფენა არის.


წესი №7


თუ გინდათ, რომ შემწვარ კარტოფილს პიკანტური არომატი და გემო ჰქონდეს, ცხელ ზეთში, ვიდრე კარტოფილს ჩაყრით, რამდენიმე კბილი ნიორი შეწვით. როდესაც ნიორი შეწითლდება, ამოიღეთ და კარტოფილი ჩაყარეთ ზეთში.
იმ შემთხვევაში, თუ ნივრის ნაცვლად, მდუღარე ზეთში, როზმარინის ტოტს ჩააგდებთ და რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიღებთ, შემწვარ კარტოფილს წიწვოვანი მცენარეების სასიამოვნო არომატი და მსუბუქი გემო ექნება.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება


თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო!თევზის შეწვა ფხების გარეშე. პატარა საიდუმლო!

6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება

ხრიკები, რომლებსაც შეფ-მზარეულები სამზარეულოში იყენებენ

პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები

კულინარიული რჩევები დიასახლისებისთვის

10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს



7
3644
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3644
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 23 სექტემბერი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7