x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გზა სამოთხისკენ

image


— თქვენ, მჭედელი ხართ?

ზურგს უკან ხმა ისე მოულოდნელად გაისმა, რომ საქმეში გართული მჭედელი, შეხტა. ამასთან, მას არ გაუგია, რომ ვინმეს სახელოსნოს კარი გაეღო და შიგნით შემოსულიყო.
— დაკაკუნება არ გიცდიათ? — უხეშად უპასუხა, საკუთარ თავზე და კლიენტზე გაბრაზებულმა ხელოსანმა.
— დაკაკუნება? ჰმ… არ მიცდია, — უპასუხა ხმამ.
ხელოსანმა იქვე დაგდებული ძველი ტილო აიღო, ხელების გაწმენდა დაიწყო და თავში აზრებს აწყობდა, რომ შეშინების გამო, ჯავრი უცნობზე ამოეყარა. მაგრამ, მომზადებული სიტყვების წარმოთქმა ვერ მოახერხა, რადგან მის წინაშე მეტად უჩვეულო კლიენტი იდგა.
— შეგიძლიათ ეს ცელი გამისწოროთ? — ქალის, მაგრამ ოდნავ ჩახლეჩილი ხმით იკითხა სტუმარმა.
— მორჩა, არა? ეს დასასრულია? — ტილო კუთხეში მიაგდო და ღრმად ჩაისუნთქა მჭედელმა.
— ჯერ კიდევ არ არის დასასრული, მაგრამ გაცილებით ცუდია, ვიდრე ადრე, — უპასუხა სიკვდილმა.
— ლოგიკურია, — დაეთანხმა, მიღებული პასუხით, ცოტა დამშვიდებული ხელოსანი, – ვერ შეგეკამათებით. და ახლა რა უნდა გავაკეთო?
— ცელი გამისწორე, — მოთმინებით გაიმეორა სიკვდილმა.
— შემდეგ?
— შემდეგ გამილესეთ, თუ შესაძლებელი იქნება.
მჭედელმა ცელს გადახედა. მართლაც, ის რამდენიმე ადგილზე გაღუნული იყო, და პირიც დატალღული ჰქონდა.
— ეს გასაგებია, — თავი დაიქნია მან, — მაგრამ მე რა გავაკეთო? ვილოცო თუ ნივთები მოვაგროვო? მე ხომ... ასე ვთქვათ, მსგავს სიტუაციაში პირველად ვარ...
— ა-ა-ა… თქვენ მაგაზე, — სიკვდილს უხმო სიცილით, მხრები აუთამაშდა, — არა, თქვენს წასაყვანად ნამდვილად არ მოვსულვარ. მე უბრალოდ ცელის შეკეთება მინდა. შეძლებთ?
— ანუ, არ მოვკვდი? — იკითხა მჭედელმა.
— თქვენ უკეთესად იცით. თავს როგორ გრძნობთ?
— კარგად, თითქოს არაფერი მიჭირს.
— თავბრუ, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი არა გაქვს?
— ა-ა-რა, — თავის ორგანიზმს მიაყურადა და არადამაჯერებლად წარმოსთქვა მჭედელმა.
— მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ, — უპასუხა სიკვდილმა და ცელი გაუწოდა.
მას შემდეგ, რაც ხელოსანმა გახევებული ხელით ცელი გამოართვა, ის კარგად დაათვალიერა. სულ ნახევარი საათის საქმე იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ ზურგს უკან ვინ უნდა მჯდარიყო, მუშაობის პროცესი, მინიმუმ, 2 საათით გაიწელებოდა. მჭედელმა ჩაქუჩი აიღო და ცელის შესაკეთებლად მოემზა.
— თქვენ, ის… დაბრძანდით. ფეხზე ხომ არ იდგებით?! — ძლივს ამოღერღა მან.

სიკვდილმა, მადლობის ნიშნად, თავი დაუკრა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო.

image* * *

imageსამუშაო დასასრულისკე მიდიოდა. მჭედელმა ცელის პირი, რამდენადაც შეიძლებოდა, გაასწორა და ახლა მხოლოდ გალესვაღა იყო საჭირო. მან ხელში სალესი აიღო და თავის სტუმარს შეხედა.
— მაპატიეთ გულახდილობა, მაგრამ ვერ ვიჯერებ რომ ხელში ნივთი მიჭირავს, რომლის მეშვეობით ამდენი ადამიანი იყო დაღუპული! მისი შედარება არცერთ იარაღთან არ შეიძლება... ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
სიკვდილი, რომელიც სკამზე უდარდელად იჯდა და სახელოსნოს ათვალიერებდა, უცებ შესამჩნევად დაიძაბა და კაპიშონის მუქი ოვალი მჭედელისკე ნელა მიბრუნდა.
— რა თქვით? — ხმადაბლა წარმოსთქვა მან.
— მე ვთქვი, რომ არა მჯერა, რომ ხელში იარაღი მიჭირავს, რომელიც…
— იარაღი? იარაღი თქვი?
— იქნებ სწორედ არ გამოვთქვი, უბრალოდ…
მჭედელმა სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. სიკვდილი ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს და იმავე წამს მის პირისპირ გაჩნდა.
— როგორ გგონია, რამდენი ადამიანი მყავს მოკლული? — კბილებიდან გამოსცრა მან.
— მე… მე არ ვიცი, — თვალები ძირს დახარა და ძლივს ამოილუღლუღა მჭედელმა.
— მიპასუხე! — სიკვდილმა ნიკაპში წაავლო ხელი და თავი ზევით ააწევინა, — რამდენი?
— ა-არ ვიცი…
— რამდენი? რამდენი?.. — ყვიროდა ის.
— საიდან უნდა ვიცოდე რამდენი? — დაიჩურჩულა მჭედელმა და შეეცადა მისგან მზერა აეცილებინა.
სიკვდილმა მის ნიკაპს ხელი გაუშვა და ცოტა ხნით გაჩუმდა. შემდეგ სკამისკე წავიდ, ერთი ამოიოხრა და მძიმედ დაჯდა.
— ესე იგი, არ იცი რამდენი იყო არა? — ჩუმად იკითხა მან და პასუხს არ დაელოდა, ისე გააგრძელა, — მაგრამ, რას იტყვი, თუ გეტყვი, რომ არასდროს, გესმის არასდროს, არავინ მომიკლავს? არასდროს, არცერთი ადამიანი არ მომიკლავს. ამაზე რას იტყვი?
— მაგრამ… ეგ როგორ?…
— მე არასდროს არ მომიკლავს ადამიანი. ამის გაკეთება რაში მჭირდება, თუ თქვენ, თავადვე, მშვენივრად ასრულებთ ამ მისიას? თქვენ ხოცავთ ერთმანეთს. თქვენ! თქვენ შეგიძლიათ მოკლათ ქაღალდების, ოქროს, მრისხანების და ზიზღის გამო. შეგიძლიათ, გართობის მიზნითაც, უბრალოდ მოკლათ. ხოლო როდესაც ეს გეცოტავებათ, ომებს იწყებთ და ერთმანეთს ასობით და ათასობით ხოცავთ. და თქვენ, ეს ყველაფერი მოგწონთ. თქვენ სხვის სისხლზე ხართ დამოკიდებულები. და იცი, რა არის, ყოველივე ამაში, ყველაზე მეტად საშინელი? რომ ამის აღიარება არ გინდათ! თქვენთვის უფრო მარტივია ჩემი დადანაშაულება. — ის ცოტა ხანს დადუმდა, — შენ იცი ადრე როგორი ვიყავი? მე ძალიან, ძალიან ლამზაი გოგონა ვიყავი, ადამიანების სულებს ყვავილებით ვხვდებოდი და იმ ადგილამდე ვაცილებდი, სადაც უნდა მისულიყვნენ. მე მათ ვუღიმოდი და ვცდილობდი, მათთვის, მომხდარი დამევიწყებინა. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო… შემომხედე, ახლა რა მდგომარეობაში ვარ!
ბოლო სიტყვა წამოიძახა, სკამიდან წამოხტა და კაპიშონი გადაიხადა.
მჭედლის წინ ღრმად მოხუცი ქალი იდგა, ძლიერ დანაოჭებული სახით. მას შეთხელენული ჭაღარა თმა ძლივს უფარავდა თავის ქალას, დახეთქილი ტუჩების კიდეები არაბუნებრივად ჰქონდა ქვემოთ ჩამოწეული და ქვედა ტუჩის თავზე, დაბრეცილი კბილების ფრაგმენტები უჩანდა. მაგრამ, ყველაზე საშინელი მისი თვალები იყო. სრულიად გამოხუნებული, არაფრის მთქმელი თვალები, რომლებიც მჭედელზე იყო მიშტერებული.
— შემომხედე რად ვიქეცი! და იცი რატომ? — თქვა ეს და ნაბიჯი გადადგა მისკე.
— არა, — თავი გააქნია, მისი მზერით გაოგნებულმა მჭედელმა.
— რა თქმა უნდა არ იცი, — ნიშნის მოგებით უპასუხა მან, — ეს თქვენ მაქციეთ ასეთად! მე მინახია როგორ კლავენ დედები საკუთარ შვილებს, ძმა ძმას, ერთი ადამიანი ას, ორას, სამას ადამიანს ერთი დღის მანძილზე!.. მე ვტიროდი, როდესაც ამას ვხედავდი, მე ვყვიროდი ამ საშინელების გამო…
სიკვდილს სახე გაუნათდა.
— მე ჩემი ლამაზი კაბები ამ შავ სამოსში გავცვალე, რომ მასზე, იმ ადამიანების სისხლის კვალი არ დამჩნეულიყო, რომლებსაც ვაცილებდი. კაპიშონი დავიხურე, რომ მათ ჩემი ცრემლები არ დაენახათ. მე უკვე აღარავის ვხვდები ყვავილებით. თქვენ მე მონსტრად მაქციეთ და ყველა ცოდვაში მე დამდეთ ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ხომ ასე ადვილი არის… — ის მიაშტერდა მჭედელს, რომელიც უკვე რა ხანია ისე იყო გაშეშებული, რომ თვალებსაც ვერ ახამხამებდა, — მე თქვენ გაცილებთ, გზას გაჩვენებთ, მე არა ვკლავ ხალხს… არა ვარ მკვლელი... და მომეცი ჩემი ცელი, ბრიყვო!
გამოსტაცა რა, მჭედელს ხელიდან ცელი, სიკვდილი სახელოსნოს კარისკე გაემართა.

— შეიძლება რაღაც გკითხოთ? — მოესმა მას ხმა უკნიდან.
— შენ გინდა მკითხო, თუ რაში მჭირდება ცელი, არა? — გაჩერდა ღია კარებში სიკვდილი, მაგრამ არ მიბრუნებულა, ისე იკითხა მან.
— დიახ.
— გზა სამოთხისკე… ის რახანია ბალახით დაიფარა.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

imageღმერთი და ადამიანი (ღმერთის ადგილსამყოფელი)

საჭიროა მხოლოდ მოასწრო და გაიხსენო…

რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?

ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

ცხოვრების ინსტრუქცია

თუ გიყვართ, გაუშვით...

ზარი ღმერთისგან

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

სურვილების მაღაზია

იგავი სამოთხეში შესვლაზე

1
411
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
411
  
2017, 8 ივნისი, 12:37
:):):)0
0 1 1