x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნათესებისთვის ბოსტანას მოცილების და ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების ხერხები
image


მახრა (ბოსტანა) ბაღ-ბოსტანში — ყველაზე დიდი პრობლემა არის საკარმიდამო მეურნეუბისთვის. ის ხრავს ნარგავების ფესვებს, ანადგურებენ თესლს და ბოსტნეულის ნაყოფს, რომელიც მიწის ქვეშ იზრდება (ბოლოკი, სტაფილო, კარტოფილი...). ამის გამო, მცირე მეურნეობებისთვის, ბოსტანა ერთ-ერთი უმთავრესი მავნებელი და მტერია. ამიტომ, საკითხი ამ მწერის მოცილებასთან დაკავშირებით, ყოველთვის დღის წესრიგშია.

იმ შემთხვევაში, თუ მათთან ბრძოლის ქიმიური საშუალებების გამოყენების მომხრე არა ხართ, არსებობს კარგად აპრობირებული, ეკოლოგიურად სუფთა მეთოდები. მათი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია მავნებლების რაოდენობის შემცირება ან საერთოდ გაქრობა.


საპნის ხსნარი

image

ეს ყველაზე მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი მეთოდი არის. როგორც კი დაინახავთ ბოსტანას სოროს შესასვლელს, მოამზადეთ საპნის ხსნარი და წვრილ ნაკადად, პირდაპირ ხვრელში ჩაასხით! სულ 1-2 ლ. წყალი და მწერები მაშინვე გამოცვივდებიან სოროდან. ამის შემდეგ, მხოლოდ მათი დაჭერაღა იქნება საჭირო.
imageშენიშვნა: ზოგიერთ სპეციალურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ მწერების სოროებიდან გამოსადევნად, «ნებისმიერი» საპნის და ასევე, სარეცხი ფხვნილის გამოყენება შეიძლება. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ფხვნილი ფოსფატებს, ოპტიკურ გამათეთრებლებს, სინთეთიკურ არომატიზატორებს და ბევრ სხვა დანამატს შეიცავს, რომლის ადგილი ნამდვილად არ არის ბაღ-ბოსტნების ნიადაგში! ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საპონი ბევრად უფრო იაფია. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ საპნიანი ხსნარის ნაცვლად, სუფთა წყლის ჩასხმის შემდეგაც, გამოდიან მწერები სოროებიდან.

imageხაფანგები

image

ხაფანგების დადება ცოტა შრომატევადია, მაგრამ, ამავდროულად, მოსახერხებელიც არის: დადგავთ ხაფანგებს ნაკვეთშუ და შეგიძლიათ სხვა საქმე აკეთოთ. ხაფანგი კი, 1-2 კვირა დამოუკიდებლად «იმუშავებს».

I. ჩასაფრება მინით

image

ამ ხაფანგის პრინციი იმაში მდგომარეობს, რომ ბოსტანა მიწის ქვეშ მხოლოდ გათხრილ გვირაბებში მოძრაობს. თუ ამ გვირაბებთან 0, 5-0, 7 ლ–იან ქილებს ჩადგავთ, მავნებლები ადრე თუ გვიან, შიგნით მოხვდებიან.

image

image

ქილაში შეგიძლიათ წყალი ჩაასხათ (ნახევარზე). ამ შემთხვევაში, ტენის სახით, დამატებითი «ცდუნების» ეფექტი შეიქმნება.

II. თაფლიანი ხაფანგი

image

ჩადგით მიწაში მინის ქილა და ზედა ნაწილში, დაახლოებით, სიმაღლის 1/4-ზე თაფლი წაუცვით სუნისთვის. ქილას ზემოდან რკინის ფირფიტა გადაფარეთ და თივა დააყარეთ. ბოსტანასთვის კარგი სატყუარაა როგორც თაფლის სუნუ, ისე სითბო.

image

image


III. ხაფანგი ლუდით

image

0, 5 ლიტრიან მინის ბოთლში ჩაასხით 100 მლ. ახალი ლუდი და მიწაში ჩამარხეთ, დახრილ მდგომარეობაში (როგორც სურათზეა). ამასთან, ბოთლის თავი არ უნდა ეხებოდეს ნიადაგს. ნიადაგი ჩაღრმავება უნდა მორწყათ და ზემოდან რკინის ფირფიტა, კრამიტი ან სქელი მუყაო გადააფაროთ. 7-10 დღის შემდეგ, ბოთლი უნდა ამოიღოთ.

image

image

ხაფანგი-სატყუარების დადგმა რეკომენდირებულია, დამუშავებული მიწის ნაკვეთის, ყოველ 4-5 კვ. მ-ზე.

image

«მსუბუქი ქიმია»

არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც სახლის მცენარეების მწერებთან ბრძოლისას გამოიყენება და შედარებით დიდი მწერების მოსაგერიებლადაც გამოდგება. აქ საუბარია ასანთის თავებზე, რომელიც შეიძლება მწერების მოწამვლა, მცენარეებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ფოსფორს და გოგირდს, რომლებსაც ასანთის თავი შეიცავს, შეუძლია მომაბეზრებელი მავნებლები სამუდამოდ მოაცილოს ნათესებს:

დაასველეთ პური და მისგან კაკლის ხელა გუნდა გააკეთეთ > ჩაარჭეთ მასში 10–12 ასანთი > როდესაც ასანთის თავები დასველდება და პურს შეერევა, ღეროები ამოიღეთ > პურის გუნდა კარგად აზილეთ, რომ მასში ფოსფორი და გოგირდი თანაბრად გადანაწილდეს.


image


გაყავით პური პატარ-პატარა ნაწილებად და მისგან ბარდისოდენა ბურთულები გააკეთეთ > მოათავსეთ ეს ბურთულები მწერის სოროებში, ერთმანეთისგან 0, 5–0, 7 მ-ის დაშორებით.


image


ამრიგად, მწერებისგან მოსავლის დასაცავად, სპეციალური ქიმიური საშუაქლების შეძენა საჭირო არ არის. გარდა იმისა, რომ ქიმიკატებით ბრძოლის მეთოდი, გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ჯანმრთელობისთვის საზიანო არის.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


image

როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია

როგორ უნდა გავაშენოთ ხილის ბაღი აივანზე

ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

ხეივნის ვარდები: დარგვის (მაის-ივნისი) და მოვლის ყველა ხრიკი + გასხვლის და გამრავლების საიდუმლოებები

2
670
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
670
  
2017, 10 ივნისი, 9:08
ლუდს მხოლოდ ,,პახმელიაზე" სვამენ? :)
2017, 10 ივნისი, 8:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2